ირაკლი კობახიძე თსუ-ში ინციდენტზე - „ფორმულასთან“ აფილირებული რამდენიმე ახალგაზრდა იყო, რომლებსაც ყოველგვარი ორიენტაცია აქვთ არეული - ისინი უნდა მოექცნენ სწორ რელსებზე, საჭიროა, ბიჭებმა ცოლები მოიყვანონ, გოგოები დაქორწინდნენ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარი ინციდენტი, რა დროსაც სტუდენტებმა კობახიძეს კიბეზე ჩასვლისას რუსული ვალუტა ესროლეს, ტელეკომპანია „ფორმულას“ მოწყობილი პროვოკაციაა. კობახიძის განმარტებით, ინციდენტში მონაწილე ახალგაზრდები, სწორედ ამ ტელეკომპანიასთან არიან აფილირებულები და ამ შემთხვევაში მათი სტუდენტობა არაფერ შუაშია. ამასთან, მისივე თქმით, ამ ახალგაზრდებს ყველანაირი ორიენტაცია არეული აქვთ.

„ეს იყო ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ მოწყობილი პროვოკაცია. ისინი იყვნენ მოსულები, იღებდნენ ამ ე.წ. ინციდენტს. სინამდვილეში იყო მოსული „ფორმულასთან“ აფილირებული რამდენიმე ახალგაზრდა, რომლებსაც ყოველგვარი ორიენტაცია აქვთ არეული. ჩვენი მიზანი უნდა იყოს ამ ახალგაზრდების გადარჩენა. მე მგონია, მათი გადარჩენა არის შესაძლებელი, მე დარწმუნებული ვარ, რომ მათი ორიენტაციის სწორ რელსებზე მოქცევა არის შესაძლებელი. ეს ახალგაზრდები პარლამენტის წინ იდგნენ რამდენიმე დღის წინ და პრემიერის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდნენ. არაფერ შუაში არ არის მისი სტუდენტობა ამ შემთხვევაში. მათი ორიენტაცია ყველანაირად არის არეული. მე მგონია, რომ ეს ადამიანები უნდა მოექცნენ სწორ რელსებზე, საჭიროა, რომ ბიჭებმა ცოლები მოიყვანონ, გოგოები დაქორწინდნენ, გამრავლდნენ და ა.შ. მათი ყველანაირი ორიენტაცია, პოლიტიკურიდან დაწყებული, უნდა გამოსწორდეს, ეს არის ჩვენი ამოცანა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამ ახალგაზრდების გადასარჩენად",- განაცხადა კობახიძემ.

ვიქტორ ყიფიანი - საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, დროს ჩვენს საწინააღმდეგოდ ისე არასდროს უმუშავია, როგორც დღეს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.01.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრში კარდიოლოგიური სასწრაფო დახმარების სერვისი „ვიან კარდიო“ ამუშავდა
ქართული კომპანია „ელვარე“ თბილისში ინოვაციურ და მულტიბრენდულ შოურუმს ხსნის
კრიპტო აქტივების ბაზრის რეგულირება საქართველოში: ადგილობრივი სექტორის საერთაშორისო სტანდარტებთან მოყვანა