პაატა მანჯგალაძე - „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრინციპული პოზიციაა, რომ შიდა ოპოზიციურ განხილვებსა და კინკლაობებში მონაწილეობა არ მიიღოს - მაგალითად, თუ „ლელოს“ არ სურს, არავინ აძალებს, რომ ჩვენთან ერთად დადგეს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები, ერთმანეთზე თავდასხმით, „ქართული ოცნების“ წისქვილზე ასხამენ წყალს.

როგორც მან აღნიშნა, "სტრატეგია აღმაშენებლის" პოზიციაა, შიდა ოპოზიციურ განხილვებში მონაწილეობა არ მიიღოს.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ პრინციპული პოზიციაა, რომ შიდა ოპოზიციურ განხილვებსა და კინკლაობებში მონაწილეობა არ მიიღოს. მაგალითად, თუ „ლელოს“ არ სურს, არავინ აძალებს, რომ ჩვენთან ერთად დადგეს.

ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, ოპოზიცია სამ ძირითად საკითხზე უნდა შეთანხმდეს. პირველია ის, რომ ევროპაში ინტეგრაციას ალტერნატივა არ აქვს და მხოლოდ ევროპული არჩევანი არსებობს. მეორე საკითხი არის ის, რომ ევროპაში ინტეგრაციის გზაზე მთავარი დაბრკოლება „ქართული ოცნებაა“ და მესამე - შიდა ოპოზიციურმა კინკლაობამ იმდენად არ უნდა გაგვიტაცოს, რომ მთავარი პრობლემა, „ქართული ოცნება“ დაგვავიწყდეს. თუ ამ შეთანხმებას მივაღწევთ, საერთო კამპანიას ბევრად უფრო წაადგება, ვიდრე ის, რომ „ქართული ოცნების“ ნარატივებს მივეხმაროთ. ისინი ამბობენ, რომ ოპოზიცია ვერ თანხმდება, ოპოზიციაში დაძაბულობაა. ამით კიდევ უფრო ვაღრმავეთ ნიჰილიზმს მაშინ, როდესაც ხალხის დაკვეთა საქართველოსთვის ერთიანობაა. ის, რომ ჩვენ ერთმანეთს ვესხმით თავს, ეს „ქართული ოცნების“ წისქვილზე წყლის დასხმაა“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა