ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტი ეროვნულ ბანკში კრიზისული ვითარების შენარჩუნებას აპირებს, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეროვნულ ბანკში საქართველოს პრეზიდენტის შექმნილი ხელოვნური კრიზისია, რაც მთავრობისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

მისივე თქმით, ეროვნულ ბანკში კრიზისი ხელისუფლების პასუხისმგებლობა, ხოლო მათი ვალია, რომ ინსტიტუციური კრიზისი არ დაუშვან.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, სწორედ მსგავსი კრიზისის საწინააღმდეგოდ მიიღეს კანონპროექტი, რომელთან დაკავშირებითაც პარლამენტს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა დასჭირდება.

„ჩვენ საჯაროდ დავაფიქსირეთ პოზიცია, რომ ეროვნულ ბანკში ინსტიტუციურ კრიზისს ვერ დავუშვებთ. დღეს, სამწუხაროდ, საქართველოს ეროვნულ ბანკში პრეზიდენტის შექმნილი ხელოვნური კრიზისია. ეს გამოიხატება იმით, რომ პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს შეგნებულად არ წარადგენს. კონსულტაციების შემდეგ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ წლის ბოლომდე არცერთი კანდიდატურის წარდგენას არ აპირებს. ის ეროვნულ ბანკში კრიზისული ვითარების შენარჩუნებას აპირებს, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია.

მინდა ერთი რამ შეგახსენოთ, როდესაც სავალუტო კრიზისი და დევალვაცია იყო, ყველა მმართველი პარტიისკენ იშვერდა ხელს. ახლაც, როდესაც ეროვნულ ბანკზე და იქ შესაძლო კრიზისზეა საუბარი, რაც შეიძლება მარტივად განვითარდეს, თუ პრეზიდენტი იმავე ვითარებას შეინარჩუნებს, ამაზე, ბუნებრივია, ჩვენ ვიქნებით პასუხისმგებლები. სწორედ ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ჩვენი ვალია, ინსტიტუციური კრიზისი არ დავუშვათ. ამას ემსახურება კანონპროექტიც, რომელიც მივიღეთ და რომელთან დაკავშირებითაც ვეტოს დაძლევა დაგვჭირდება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში განხორციელებულ ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტოს 12 ივნისის სხდომაზე განიხილავს.

საკომიტეტო განხილვის შემდეგ საკითხი პლენარულ სხდომაზე გავა. უმრავლესობის ინიციატივით მიღებული საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, რომელსაც სალომე ზურაბიშვილმა ხელი არ მოაწერა, ეროვნული ბანკის საბჭოში ახალი აღმასრულებელი თანამდებობის - პირველი ვიცე პრეზიდენტის პოსტის შემოღება ხდება. ეროვნული ბანკის პირველი ვიცე პრეზიდენტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას შეასრულებს.

აღნიშნული კანონის პროექტის პარლამენტმა თებერვალში მიიღო და პარლამენტს თებერვალშივე პრეზიდენტის ე.წ. მოტივირებული შენიშვნები წარედგინა, სადაც პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ეროვნული ბანკის საბჭოში დამატებითი თანამდებობის შემოღების საჭიროებას ვერ ხედავს.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის