გიორგი კაპანაძე - თუ ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსი არ მოგვანიჭა, ეს იქნება „რუსული ოცნების“ ბრალი, ხოლო თუ ევროკავშირმა სტატუსი მოგვანიჭა, ეს იქნება ქართველი ხალხისა და ახალგაზრდების დამსახურება

თუ ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსი არ მოგვანიჭა, ეს იქნება „რუსული ოცნების“ ბრალი, ხოლო თუ ევროკავშირმა სტატუსი მოგვანიჭა, ეს იქნება ქართველი ხალხისა და ახალგაზრდების დამსახურება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი კაპანაძემ განაცხადა.

გიორგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ ევროკავშირის ლიდერებმა, ღარიბაშვილს, ღიად მიანიშნეს, რომ „ის პრორუსია და მისი მიზანია საქართველოს უკან - რუსულ ჭაობში დაბრუნება“.

„შოლცთან შეხვედრა, ღარიბაშვილისთვის უკანასკნელი გაფრთხილებაა. თუ ის გადადგამს იმ ნაბიჯებს, რომელსაც 12 რეკომენდაცია ითვალისწინებს, ქვეყანას კვლავ გაუჩნდება შანსი, გააგრძელოს სვლა ევროკავშირისაკენ, ხოლო თუ ისევ შეეცდება დასავლური ვექტორის ჩრდილოეთისაკენ შებრუნებას, პასუხები იქნება შესაბამისი და მკაცრი.

სასამართლოს დამოუკიდებლობა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, მესამე პრეზიდენტის ჰუმანიტარული მიზნით გაშვება ევროპის რომელიმე კლინიკაში, მედია-პლურალიზმის უზრუნველყოფა, რეალური ანტიკორუფციული პოლიტიკის გატარება და უარი ბიუჯეტის - ხალხის ფულის მოპარვაზე- აი, ესაა არასრული ჩამონათვალი იმ რეკომენდაციებისა, რომელსაც ევროკავშირი ითხოვს და რომელსაც „რუსული ოცნება“ ბლოკავს, იმიტომ, რომ მისთვის პრიორიტეტია საკუთარი ჯიბე და არა - ქართველი ხალხი.

ამიტომ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ - მთავარი ძალის მიზანია, რომ არ მივცეთ „რუსულ ოცნებას“ ხალხის გაღარიბების, გადაგდებისა და დამცირების შესაძლებლობა და ერთიანი ძალებით დავიბრუნოთ საქართველო, რომელიც ოლიგარქმა მიიტაცა.” - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

გიორგი კაპანაძის განცხადებას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება