მაკა ბოჭორიშვილი  ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა

ბრიუსელში, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ევროკომისიის ფინანსური სტაბილურობის, ფინანსური მომსახურებისა და კაპიტალის ბაზრის გაერთიანების გენერალური დირექტორატის ( DG FISMA) გენერალურ დირექტორს, ჯონ ბერიგანს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის გატარებულ რეფორმებზე და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.

"ხაზი გაუსვა ერთიანი ევროგადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს დროული გაწევრიანების მნიშვნელობას, რაც თავის მხრივ, ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მიერ საჭირო კრიტერიუმების შესასრულებლად გაწეული ძალისხმევა სათანადოდ და დროულად შეფასდება და ქართულ ბანკებს მიეცემათ შესაძლებლობა შეუერთდნენ ერთიანი ევროგადახდის სივრცეს, რაც ხელს შეუწყობს საქონლის, მომსახურების, კაპიტალისა და ადამიანების თავისუფალ გადაადგილებას, გაზრდის ბიზნეს შესაძლებლობებს საწარმოებისთვის და მათ გაუადვილებს წვდომას ფართო ევროპულ ბაზარზე.

შეხვედრაზე, ასევე განიხილეს საქართველოს ძალისხმევა იმისათვის, რომ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების იმპლემენტაციის თავის ასარიდებლად არ მოხდეს საქართველოს გამოყენება.

ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრები შედგა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის კაბინეტის წევრთან, საგარეო საკითხებში უფროს მრჩეველთან მაგდალენა გრონოსთან და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელის, ჯოზეფ ბორელის კაბინეტის წევრთან ზანე რუნგულესთან.

შეხვედრებისას განიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები, ქვეყანაში გატარებული და მიმდინარე რეფორმები, ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროგრესი და არსებული გამოწვევები.

მხარეებმა აღნიშნეს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობა და ევროკავშირის მხრიდან გაფართოების პოლიტიკის კონტექსტში ერთიანი და მკაფიო გზავნილების აუცილებლობა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის