სერგო ჩიხლაძე - განცხადება, რაც გერმანიის კანცლერის მხრიდან გავრცელდა იყო, რომ საქართველომ უახლოეს კვირებში 12  რეკომენდაციის შესრულება უნდა დაიწყოს - „ქართული ოცნების“ ტყუილის, რომ ყველა რეკომენდაცია ზედმიწევნით შესრულებულია, არავის სჯერა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ევროკომისიის მიერ დაწესებული 12 რეკომენდაცია უნდა შეასრულოს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის საერთაშორისო პარტნიორებისა და დემოკრატიული ოპოზიციის მოთხოვნა.

„ევროკავშირთან მიმართებით ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო პრემიერ-მინისტრსა და გერმანიის კანცლერს შორის. ოფიციალური განცხადება, რაც კანცლერის მხრიდან გავრცელდა იყო ის, რომ საქართველომ უახლოეს კვირებში 12 რეკომენდაციის შესრულება უნდა დაიწყოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი პარტნიორების თხოვნაა საქართველოს ხელისუფლებისადმი, რომ 12 პუნქტი უნდა შესრულდეს. ასევე, ეს ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნების“ ტყუილი, ყველაფერი შევასრულეთ, ყველა რეკომენდაცია ზედმიწევნით შესრულებულია, ეს არის ტყუილი და ამ ტყუილის არავის სჯერა. 12 რეკომენდაცია არის შესასრულებელი, ეს არის ჩვენი, დემოკრატიული ოპოზიციის სურვილი და მოთხოვნა და ასევე, ჩვენი დასავლელი პარტნიორების თხოვნაც“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა