ირაკლი კობახიძე - ზურაბ ჯაფარიძე თავის დროზე იდიოტს უწოდებდა ყველას, ვინც უარს იტყოდა რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე და დღეს აქვს რადიკალურად საპირისპირო პოზიცია - აქედან ჩანს, რომ ისინი არიან  აგენტები და დაკვეთის მიმღებები

ზურაბ ჯაფარიძე თავის დროზე იდიოტს უწოდებდა ყველას, ვინც უარს იტყოდა რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე და დღეს მას აქვს რადიკალურად საპირისპირო პოზიცია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ელენე ხოშტარია, გიორგი ვაშაძე და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე აგენტები და დაკვეთის მიმღებები არიან.

„ეს ადამიანები არიან ფარისევლები. მე შეგახსენებთ, რომ ზურა ჯაფარიძე არის ე.წ. ბოლშევიკური ტროიკის შემადგენელი ნაწილი. ხოშტარია ვაშაძე და ის მუდმივად აპროტესტებენ გარკვეულ თემებს, რაც უკავშირდება რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს და ამ დროს, ხოშტარია პირადად იღებს რუსულ რუბლებს, 5 მილიონი რუბლი ჩაერიცხა მარტო ბოლო დროის განმავლობაში საკუთარ ანგარიშზე რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან და გახსოვთ, რომ ვაშაძეს ჰყავდა რუსი მდგმური თავის ბინაში. ასეთი ადამიანებისგან არ გვიკვირს ფარისევლური განცხადებები. რაც შეეხება ზურა ჯაფარიძეს - ის თავის დროზე იდიოტს უწოდებდა ყველას, ვინც უარს იტყოდა რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე და დღეს მას აქვს რადიკალურად საპირისპირო პოზიცია. აქედან ჩანს, რომ ისინი არიან აგენტები და დაკვეთის მიმღებები. დღეს მათ მიიღეს განსხვავებული დავალება, თავის დროზე მათ ჰქონდათ განსხვავებული დავალება, მაშინაც აგენტები იყვნენ და მათი დავალება იყო ის, რომ დაეთბოთ ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან და დღეს აქვთ მიღებული განსხვავებული დავალება, რომ ხელი შეუწყონ ესკალაციას, ჩვენი ქვეყნისთვის ეკონომიკური ვითარების დამძიმებას. ეს არის ზურა ჯაფარიძის დღევანდელი დავალება, ის არის უცხოური აგენტი და მისგან ასეთი ორმაგი სტანდარტები და ფარისევლობა არ გვიკვირს“, - განაცხადა კობახიძემ.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა