მამუკა მდინარაძე - კეთილი ინებეთ და გამიჯნეთ ლგბტ პროპაგანდა უფლებების დაცვისაგან - ღირებულებების ომში შემოდიხართ, გირჩევთ, არ შემოხვიდეთ, რადგან წააგებთ

რამდენიმე ტელევიზია ლგბტ პროპაგანდისტების რიგში რომ ეწერება და ამ ღირებულებების ომში შემოდიხართ, გირჩევთ, რომ არ შემოხვიდეთ, რადგან წააგებთ იმიტომ, რომ საქართველოს ჰყავს ჯანსაღი ახალგაზრდობა, ჯანსაღი მომავლით, ეროვნული ხელისუფლება და ჩვენ ვიცავთ სწორედ ლგბტ პროპაგანდისტებისგან და ყველა მავნე პროპაგანდისგან ჯანსაღ, უნიჭიერეს, უგანათლებულეს თაობას და თავი დაანებეთ ამ ხალხის ვიღაცასთან დაინდენტიფიცირებას, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მომავალი თაობა თავის თავს ლგბტ პროპაგანდისტებად არ აიდენტიფიცირებს.

„ლგბტ წარმომადგენლებს პოლიტიკურ იარაღად იყენებენ“ - ჩემს სიტყვებს ციტირებენ და შემდეგ, „მდინარაძე შვილების თაობის წინააღმდეგ“ - ეს არის „ფეიკი“. „ფეიკია“, როდესაც ადამიანი ამბობს, რომ „ლგბტ წარმომადგენლებს პოლიტიკურ იარაღად იყენებენ“ და ტელევიზია ასათაურებს: „მდინარაძე შვილების თაობის წინააღმდეგ“.

თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ ლგბტ წარმომადგენლები არიან მაინც და მაინც შვილების თაობა, ჩვენს შვილებს და ქართულ ჯანსაღ საზოგადოებას, ჯანსაღ ახალგაზრდებს, უნიჭიერესებს და უმაგრეს ბავშვებს ასე არ მიაჩნიათ. თავის თავს მაინც და მაინც ლგბტ პროპაგანდისტებად არ აიდენტიფიცირებენ და გამიჯნეთ ყველამ. კეთილი ინებეთ და გამიჯნეთ ლგბტ პროპაგანდა უფლებების დაცვისაგან და ჰომოფობიას რომ აბრალებთ ვიღაცებს, გამიჯნეთ ჩვენი ჯანსაღი ახალგაზრდობა ერთი-ორი პროვოკატორი და დავალების შემსრულებელი ვიღაცისგან. რომელი ორიენტაციის წარმომადგენელია საერთოდ არ მაინტერესებს, მაგრამ თვითონ რომ იწყებენ ასე პოზიციონირებას, ლგბტ პროპაგანდისტებად ვიღაცები თავს რომ წარმოაჩენენ, მათ შორის, თქვენი რამდენიმე ტელევიზია, რომ ლგბტ პროპაგანდისტების რიგში ეწერება და ამ ღირებულებების ომში შემოდიხართ, გირჩევთ, რომ არ შემოხვიდეთ, რადგან წააგებთ იმიტომ, რომ საქართველოს ჰყავს ჯანსაღი ახალგაზრდობა, ჯანსაღი მომავლით, ეროვნული ხელისუფლება და ჩვენ ვიცავთ სწორედ ლგბტ პროპაგანდისტებისგან და ყველა მავნე პროპაგანდისგან ჯანსაღ, უნიჭიერეს, უგანათლებულეს თაობას და თავი დაანებეთ ამ ხალხის ვიღაცასთან დაინდენტიფიცირებას. ამას არავინ არ შეგარჩენთ და არავინ არ გაპატიებთ“, - განაცხადა მდინარაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო