მამუკა მდინარაძე ეროვნულ ბანკზე - პრეზიდენტის შენიშვნებსა და კანონპროექტში  ერთადერთი განსხვავება ის არის, პირველი ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურა და თანამდებობა იქნება თუ, არა - გარანტიას გაძლევთ

ვიცე-პრეზიდენტი იქნება იმ შემთხვევაში თუ ვეტო დავძლიეთ და თუ პრეზიდენტის ვეტო არ დავძლიეთ, მისი შენიშვნები გავითვალისწინეთ და იმგვარად მივიღეთ, მაშინ არ იქნება. მეტი განსხვავება არ არის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების დაკომპლექტებაზე საუბრისას განუცხადა.

მდინარაძის განმარტებით, ეროვნულ ბანკთან დაკავშირებულ კანონპროექტსა და პრეზიდენტის შენიშვნებს შორის ერთადერთი არსებითი განსხვავებაა, რომელიც პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის დამატებას გულისხმობს.

„ყოველთვის ჩვენკენ იშვერენ ხელს მაშინ, როდესაც ფასებზე, ინფლაციაზე, დევალვაციაზე მიდის საუბარი და ეროვნული ბანკი არავის ახსენდება. ამ დროს, როცა იქ პრობლემებია და ჩვენ ამ პრობლემების დალაგებას ვაპირებთ - როგორ თუ გავბედეთ ამის დალაგება. წარმოუდგენელია, სერიოზულად გააკრიტიკო ვეტოს დაძლევის სურვილი იმიტომ, რომ პრეზიდენტის შენიშვნებსა და, თუ ვეტო დავძლიეთ, კანონპროექტში და შემდეგ უკვე კანონში რა განსხვავებაა იცით? ერთადერთი განსხვავებაა, პირველი ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურა და თანამდებობა იქნება თუ არ იქნება. წარმოიდგინეთ, რაც არ უნდა ჩაჰყვეთ, გარანტიას გაძლევთ იქ არსებითი განსხვავება არის მხოლოდ ერთი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა