კიმ ჩენ ინი - სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებთ რუს ხალხს, რომელიც მტრული ძალების მხრიდან მზარდი საფრთხეებისა და გამოწვევების წინააღმდეგ იბრძვის

ჩრდილოეთ კორეა სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებს რუს ხალხს, რომელიც იცავს მათ სუვერენიტეტსა და მომავალს და უსურვებს კეთილდღეობას და გამარჯვებას, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აღნიშნულია ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის წერილში, რომელიც რუსეთის დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს გაუგზავნა.

„დღეს რუსი ხალხის ბრძოლა მტრული ძალების მხრიდან მზარდი საფრთხეებისა და გამოწვევების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობენ შეარყიონ ქვეყნის სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და მშვიდობიანი ცხოვრება, ახალ გადამწყვეტ ფაზას გადის. სამართლიანობა ყოველთვის იმარჯვებს და რუსი ხალხი გააგრძელებს გამარჯვების ისტორიის დიდებას“, - ციტირებს კიმ ჩენ ინს კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტო (KCNA).

მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის მეგობრობა „ღირებულ სტრატეგიულ აქტივად“ იქცა. კიმ ჩენ ინი ირწმუნება, რომ მზადაა, ფხენიანსა და მოსკოვს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა გააგრძელოს.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის