ილია დარჩიაშვილი - ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტია საქართველოში, რაც ისტორიული მნიშვნელობის მოვლენას წარმოადგენს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის

ეს გახლავთ ლიხტენშტაინის სამთავროს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, რაც ისტორიული მნიშვნელობის მოვლენას წარმოადგენს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა, განათლებისა და სპორტის მინისტრთან, დომინიკ ჰასლერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ორ ქვეყანას ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მხრივ მყარი პოტენციალი აქვთ.

მისივე თქმით, ევროპელი პარტნიორებისთვის ძალზედ საინტერესო და მიმზიდველია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პროფილი, საქართველოს რეგიონალური სატრანსპორტო კვანძის ფუნქცია და როლი.

"ეს გახლავთ ლიხტენშტაინის სამთავროს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, რაც ისტორიული მნიშვნელობის მოვლენას წარმოადგენს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის. ამას გარდა, ვიზიტს განვიხილავთ, როგორც მხარდაჭერის გამოხატულებას ჩვენი ქვეყნისთვის ესოდენ მნიშვნელოვან პერიოდში, ისევე, როგორც რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი სტუმრობა, ქალბატონო მინისტრო, ძლიერ იმპულსს მისცემს ჩვენი თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას და ჩვენ ასევე, გამოვხატავთ ჩვენს მზაობას, ამ მიმართულებით აქტიურად ვიმუშაოთ თქვენთან ერთად," - განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, როგორც დარჩიაშვილმა აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი რეგიონში არსებულ ვითარებასა და უკრაინაში რუსეთის ომს შეეხო.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა უცხოელ კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"ჩვენ ლიხტენშტაინის ძალიან ძლიერი მხარდაჭერა გვაქვს, როდესაც საკითხი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს ეხება. ქალბატონი მინისტრი გუშინ ბრძანდებოდა საოკუპაციო ხაზის მოსანახულებლად და მინდა მას მადლობა გადავუხატო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის ძლიერი მხარდაჭერისთვის," - განაცხადა დარჩიაშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება