ლევან ხაბეიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ ციფრულ მმართველობაზე გადადის, რაც გულისხმობს იმას, რომ ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას პარტიის მხარდამჭერები მიიღებენ

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პარტია თავიდან ბოლომდე ციფრულ მმართველობაზე გადადის, რაც გულისხმობს იმას, რომ ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას პარტიის მხარდამჭერები მიიღებენ.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მძიმე და რთული რეფორმები ტარდება, მაგრამ პარტიისთვის, რომელსაც აქვს ამბიცია, რუსული ხელისუფლება შეცვალოს და საბოლოოდ, თავად იყოს მომავალი ხელისუფლება, მნიშვნელოვანია, რომ შიდაპარტიული დემოკრატია ძლიერი იყოს.

როგორც ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, „ის დრო, როდესაც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს კაბინეტებში იღებდნენ, წარსულს ჩაბარდა“.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ყველაზე დემოკრატიული პარტიაა. ამ 100 დღის განმავლობაში გაკეთებული საქმის ანგარიში გვინდა დიპლომატებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ჩავაბაროთ. გვინდა მოვახსენოთ იმ რეფორმების შესახებ, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩატარდა, მაგალითად, ის, რომ პარტიაში პოლიტიკური საბჭო 70%-ით მხარდამჭერებმა აირჩიეს, რაც უპრეცედენტოა და აქამდე არცერთ პარტიაში არ ყოფილა. ასევე, გვინდა განვმარტოთ, რომ მომავალში პარტიაში ყველა ცვლილება და გადაწყვეტილება ელექტრონული ფორმით გაკეთდება. ჩვენ თავიდან ბოლომდე ციფრულ მმართველობაზე გადავდივართ, რაც გულისხმობს იმას, რომ ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ჩვენი მხარდამჭერები მიიღებენ. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მძიმე და რთული რეფორმები ტარდება, მაგრამ პარტიისთვის, რომელსაც აქვს ამბიცია, რუსული ხელისუფლება შეცვალოს და საბოლოოდ, თავად იყოს მომავალი ხელისუფლება, მნიშვნელოვანია, რომ შიდაპარტიული დემოკრატია ძლიერი იყოს. ის დრო, როდესაც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს კაბინეტებში იღებდნენ, წარსულს ჩაბარდა.

ყველა კონკურენციას ე.წ. დამარცხებული ფლანგები ახლავს, რასაც ადამიანები მტკივნეულად იღებენ, თუმცა „ნაციონალური მოძრაობა“ ამის გამო უარს არ იტყვის იმაზე, რომ გადაწყვეტილება პარტიის მხარდამჭერებს მიაღებინოს და მათი მაქსიმალური ჩართულობა უზრუნველყოს. საქართველოში ახალია, რომ პარტიაში შიდაპარტიული დემოკრატია არსებობდეს და „ნაციონალური მოძრაობა“ ამ მიმართულებით ბიძგის მიმცემია“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის