ლევან იოსელიანი მისი მოადგილის განცხადებაზე - არ ვიცი, რამ გამოიწვია გაუგებრობა, მაგრამ ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ სახალხო დამცველი იყო, არის და იქნება ჩართული ყველა პროცესში, რაც დაკავშირებულია სასამართლოსთან

არ ვიცი, რამ გამოიწვია გაუგებრობა, მაგრამ ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ სახალხო დამცველი იყო, არის და იქნება ჩართული ყველა პროცესში, რაც დაკავშირებულია სასამართლოსთან,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით თავისი მოადგილის, ნათია ჯულაყიძის განცხადებას, რომ სახალხო დამცველს შეზღუდული მანდატი აქვს.

იოსელიანის განმარტებით, შეუძლებელია, სახალხო დამცველი სასამართლოს საკითხებს ჩამოშორდეს.

“შეუძლებელია, სახალხო დამცველი ჩამოშორდეს სასამართლოს საკითხს, მათ შორის სასამართლოს რეფორმირებასა და მონიტორინგს, ვინაიდან ეს შესაბამისი კანონმდებლობითაა გათვალისწინებული. არ ვიცი, რამ გამოიწვია გაუგებრობა, მაგრამ ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ სახალხო დამცველი იყო, არის და იქნება ჩართული ყველა პროცესში, რაც დაკავშირებულია სასამართლოსთან. ჩვენ დღესაც ვმონაწილეობთ სამუშაო შეხვედრებში, კონკრეტულ საქმეების მონიტორინგს ვაკეთებთ, დავდივართ წინასწარი დაკავების იზოლატორებში. ეს, ბუნებრივია, ჩვენი მანდატის ნაწილია და ამას გავაგრძელებთ”,- განაცხადა ლევან იოსელიანმა.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) სხდომაზე სახალხო დამცველის მოადგილე, ნათია ჯულაყიძემ განაცხადა, რომ მართლმსაჯულების მიმართულებით სახალხო დამცველი თავის მანდატში შეზღუდულია.

“რაც შეეხება კანონის უზენაესობას, თქვენ იცით, რომ სახალხო დამცველი საკმაოდ შეზღუდულია თავის მანდატში. ჩვენ არ გვაქვს განსაზღვრული სასამართლო სისტემაზე მუშაობის ზუსტი გზები და მეთოდები, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენს მანდატში არ შედის, გადავწყვიტეთ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფებში მივიღოთ მონაწილეობა და შესაბამისი რეკომენდაციებიც მოვამზადეთ. ყველა მათგანის ასახვა არ მომხდარა სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებულ ცვლილებებსა და ინიციატივებში, თუმცა რამდენიმე დადებითი ცვლილება შევიდა მაგალითად, საერთო სასამართლოების შესახებ კანონში, იყო ასევე პოზიტიური ტექნიკური საკითხები, მაგრამ ჩვენი შეფასებით ეს არ არის საკმარისი მთლიანი სისტემური პრობლემების მოსაგვარებლად“, – განაცხადა ნათია ჯულაყიძემ.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის