პარტიას 500 000 წევრი ჰყავს და სხვაზე რატომ არ მეკითხებით? მელია არც დიპლომატიური კორპუსის წევრია და არც არასამთავრობო ორგანიზაციის, - ასე უპასუხა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა კითხვას, თუ რატომ არ იმყოფება პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია ღონისძიებაზე, სახელად “შიდაპარტიული დემოკრატიის გაძლიერება”, სადაც ლევან ხაბეიშვილი მისი თავმჯდომარეობის 100 დღის ანგარიშს წარადგენს.
მისივე თქმით, ღონისძიებაზე მხოლოდ დიპლომატიური კორპუსი და არასამთავრობო ორგანიზაციები მოიწვიეს.
„მე ვაკეთებ პრეზენტაციას და ნიკა მელია რა შუაშია? რატომ უნდა იყოს მოწვეული? მელია არც დიპლომატიური კორპუსის წევრია და არც არასამთავრობო ორგანიზაციის. პარტიას 500 000 წევრი ჰყავს და სხვაზე რატომ არ მეკითხებით?
პარტიის ხელმძღვანელობა 100 დღის ანგარიშს აბარებს, შესაბამისად მოსაწვევი არავისთვის გაგვიგზავნია. მოვიწვიეთ მხოლოდ დიპლომატიური კორპუსი და არასამთავრობო ორგანიზაციები. მათთვის მნიშვნელოვანია იცოდნენ, თუ როგორი დემოკრატიული პროცესები მიმდინარეობს ყველაზე ძლიერ პარტიაში. სხვა მოწვეული პირები ამ ღონისძიებაზე არ არსებობენ”, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.