ირაკლი ზარქუა - „ნაციონალურ მოძრაობაში“ ლოგიკური პროცესი მიმდინარეობს: ხდება პარტიის დაშლა და პოლიტიკური რადარებიდან გაქრობა - ამ ყველაფრის გვირგვინი „ხაბეა“

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ლოგიკური პროცესი მიმდინარეობს - ხდება პარტიის დაშლა და პოლიტიკური რადარებიდან გაქრობა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განუცხადა.

ზარქუას თქმით, ამ ყველაფრის გვირგვინი „ხაბეა“.

„ეს არის პარტიის გაქრობა პოლიტიკური რადარებიდან. ეს პარტია ძალმომრეობაზე, შანტაჟზე, მუქარასა და ჩაშვებაზე იდგა. ახლა ამ ყველაფრის გვირგვინი არის ჩემი „ხაბე“.

რა მომავალი უნდა ჰქონდეს პარტიას, რომელსაც განახლებული დაარქვეს და ვინ დგას მის უკან?! - ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი, ვისაც ევროპამ „მისტერ ოფშორი“ დაარქვა, ევროპელ პენსიონერებს ძარცვავს, ხოლო ქართული ჯარი უკვე გაძარცვული ჰყავს და ამაზე მისჯილი აქვს“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის