ნიკა ვაჩეიშვილი კინოცენტრში საკადრო პოლიტიკაზე - პრობაციონერების გადმოყვანა ღიმილს მომგვრიდა, რომ არ იყოს ტრაგედია, რადგან ეს არ არის პირველი შემთხვევა, სხვა ინსტიტუციებშიც სწორედ აქედან მარაგდება კადრები

პრობაციონერების გადმოყვანა ღიმილს მომგვრიდა, რომ არ იყოს ტრაგედია, რადგან ეს არ არის პირველი შემთხვევა, სხვა ინსტიტუციებშიც სწორედ აქედან მარაგდება კადრები და ეს არის ზუსტად ოლიგარქიული მმართველობის ნათელი გამოვლინება,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კულტურის მიმართულების მდივანმა, ნიკა ვაჩეიშვილმა კინოცენტრში საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ოლიგარქიული მმართველობა წარმოშობს ასეთ მართვას სხვადასხვა სფეროებშიც, ამ შემთხვევაში კულტურის სფეროებში, როდესაც პირველი პირი იქცევა ისე, რომ სრულებით უკონტროლოდ, თავის ნებაზე და მისი წინასწარ გამოცნობა ამ ნაბიჯების შეუძლებელია. ეს არის მინისტრის ნაბიჯები, რომელიც არ არის დარგის განვითარებით, ვითარების გამოსწორების მიზნით ნაკარნახები, არამედ არის სურვილი და როგორც უნდა ისე იქცევა ამ შემთხვევაშიც მინისტრი. ეს არ არის პირველი შემთხვევა, ეს უკვე აღარ გვაოცებს სამწუხაროდ და სფეროს გაჯანსაღებაზე საუბარი მხოლოდ ოლიგარქიული მმართველის დასრულების შემდეგ იქნება საუბარი. პროფესიონალების დარგიდან გასვლა, ნათესავების შემოსვლა, სრულებით გამოცდილების არ მქონე ადამიანების თანამდებობებზე დასმა პირდაპირ, როგორც შეეფერება ოლიგარქიულ მმართველობას და თოჯინურ მმართველობას. პრობაციონერების გადმოყვანა ღიმილს მომგვრიდა, რომ არ იყოს ტრაგედია, რადგან ეს არ არის პირველი შემთხვევა, სხვა სფეროებში, სხვა ინსტიტუციებშიც სწორედ აქედან მარაგდება კადრები. ეს არის ოლიგარქიული მმართველობის გამოვლინება, როგორც უნდა ისე იქცევა მინისტრი, არავინ არ აკონტროლებს და მისი ზემდგომი ადამიანები უყურებენ ღიმილით,“ - განაცხადა ნიკა ვაჩეიშვილმა, რომლის კომენტარსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება