კახა კალაძის აზრით, სტუდენტების შესახებ განცხადებაში ირაკლი კობახიძე მათ პოლიტიკურ ორიენტაციას გულისხმობდა

მე მიმაჩნია და მე გავიგე, რომ ირაკლი კობახიძე საუბრობდა პოლიტიკურ ორიენტაციაზე. თუ თქვენ გაქვთ განსხვავებული მოსაზრება, შეგიძლიათ ირაკლის დაუსვათ შეკითხვა და ირაკლი გიპასუხებთ, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, ეთანხმება, თუ არა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მოსაზრებას, რომ ცალკეულ ახალგაზრდებს ყველანაირი ორიენტაცია, მათ შორის პოლიტიკურიც არეული აქვთ.

კალაძის შეფასებით, მარტივია სწორი ანალიზის გაკეთება იმის შესახებ, თუ ვინ დგას სწორ მხარეს.

„რაც შეეხება პოლიტიკურ ორიენტაციას, არ ვიცი, მე მგონი, ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანები, ყველა კარგად ხედავს ქვეყანაში, რა რეალობა გვაქვს, რა ხდება, თუ რომელი პოლიტიკური პარტია რას აკეთებს ქვეყნისთვის, ხვალინდელი დღისთვის, ხვალინდელი საქართველოსთვის და დღევანდელ მოცემულობაში, ამ ანალიზის გაკეთება, როდესაც ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით საერთოდ პრობლემა არ არსებობს, ვფიქრობ, ძალიან მარტივია სწორი ანალიზის გაკეთება და სწორ მხარეს დგომა. მე პოლიტიკურზე [ორიენტაციაზე] გეუბნებით, ირაკლის განცხადება მოვისმინე, წავიკითხე და მე გესაუბრებით პოლიტიკურ განცხადებაზე. მე მიმაჩნია და მე გავიგე, რომ ირაკლი კობახიძე საუბრობდა პოლიტიკურ ორიენტაციაზე. თუ თქვენ გაქვთ განსხვავებული მოსაზრება, შეგიძლიათ ირაკლის დაუსვათ შეკითხვა და ირაკლი გიპასუხებთ“, - უპასუხა კალაძემ ჟურნალისტს.

ცნობისთვის, ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარი ინციდენტი, რა დროსაც სტუდენტებმა კობახიძეს კიბეზე ჩასვლისას რუსული ვალუტა ესროლეს, ტელეკომპანია „ფორმულას“ მოწყობილი პროვოკაციაა. კობახიძის განმარტებით, ინციდენტში მონაწილე ახალგაზრდები, სწორედ ამ ტელეკომპანიასთან არიან აფილირებულები და ამ შემთხვევაში მათი სტუდენტობა არაფერ შუაშია. ამასთან, მისივე თქმით, ამ ახალგაზრდებს ყველანაირი ორიენტაცია არეული აქვთ.

„მგონია, რომ ეს ადამიანები უნდა მოექცნენ სწორ რელსებზე, საჭიროა, რომ ბიჭებმა ცოლები მოიყვანონ, გოგოები დაქორწინდნენ, გამრავლდნენ და ა.შ. მათი ყველანაირი ორიენტაცია, პოლიტიკურიდან დაწყებული, უნდა გამოსწორდეს, ეს არის ჩვენი ამოცანა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამ ახალგაზრდების გადასარჩენად“, - განაცხადა კობახიძემ.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა