მინდა მჯეროდეს, რომ გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი და მოგვცემენ კანდიდატის სტატუსს. თუ ისევ არასამართლიანი, ის პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომლის მცდელობაც წინაზე ჰქონდათ, მათი გადასაწყვეტია, მაგრამ მოსახლეობა ამას დაინახავს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, იმ ქვეყნებს შორის, ვისაც მიეცა სტატუსი, თუ რომელიმე ქვეყანა იმსახურებდა ამ სტატუსს, პირველი იყოს საქართველო.
„ხელისუფლების ცვლილება ეს არის ოპოზიციის ოცნება, მაგრამ მოსახლეობის ძალიან დიდმა ნაწილმა კარგად იცის თუ რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და როგორ უნდა იმოქმედოს 2024 წლის არჩევნებზე. რაც შეეხება სტატუსს, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად და კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს, ივნისის ბოლოს მთლიანად შესრულებული და გაკეთებული იქნება, რას ნიშნავს ვერ მიიღებს? იყო დათქმა გაკეთებული? წარმოდგენილი იყო 12-პუნქტიანი გეგმა, შევასრულეთ და დარწმუნებული ვარ, აღნიშნულ სტატუსს მივიღებთ, რომელსაც აქამდეც ვიმსახურებდით. თუ რომელიმე ქვეყანა იმსახურებდა იმ ქვეყნებს შორის, ვისაც მიეცა სტატუსი, პირველი იყო საქართველო, ყველანაირი მონაცემებითა და თვალსაზრისით. ყველა ქვეყანაზე წინ ვიყავით, მაგრამ იყო არასამართლიანი გადაწყვეტილება მიღებული. სამწუხაროა, რომ არასამართლიანი და პოლიტიკით გაჯერებული გადაწყვეტილება იყო მიღებული და ეს გადაწყვეტილება მიმართული იყო იმისკენ, რომ ქვეყნის შიგნით არეულობისთვის გამოეყენებინებინათ.
რაც შეეხება ხელისუფლების შესაცვლელად ოპოზიციის რესურსს, საერთოდ არსებობს ოპოზიცია, არსებობენ ეს ადამიანები? ერთადერთი, რითაც შემოიფარგლებიან არის ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული განცხადებები და ქმედებები. ეს არის საბოტაჟი ევროინტეგრაციისა და ევროპულ გზაზე. კონკრეტული ნაბიჯებით ყველაფერს აკეთებენ, რომ ხელი შეუშალონ საქართველოს, მიიღოს აღნიშნული სტატუსი, როგორც ეს იყო ვიზალიბერალიზაციის, ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებისას. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ როგორმე ქვეყანამ არ მიიღოს სტატუსი. ოპოზიციის წარმომადგენლები წვალობენ ამ განცხადებებით. მინდა მჯეროდეს, რომ გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი და მოგვცემენ სტატუსს. თუ ისევ არასამართლიანი, ის პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომლის მცდელობაც წინაზე ჰქონდათ, რათა იგი ქვეყანაში არასწორად გამოეყენებინათ, ეს უკვე მათი გადასაწყვეტია, მაგრამ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ამ ყველაფერს დაინახავს. არ მინდა, რომ უსამართლო გადაწყვეტილებით, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაში იმედგაცრუება და ევროპის მიმართ სკეპტიციზმი გაჩნდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.