პეტრე ცისკარიშვილი ოპოზიციურ პარტიებზე - ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ იმაში, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები არ გააყალბოს

ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ იმაში, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები არ გააყალბოს, - ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა ოპოზიციური პარტიების გაერთიანებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა ოპოზიციურ პარტიას, მიუხედავად იმისა, გაერთიანდებიან თუ არა ისინი, წარმატებას უსურვებს.

„რუსულმა ოცნებამ არჩევნები რომ არ გააყალბოს და ასევე, სანამ არჩევნებამდე მივალთ, მთავრობამ ქვეყანას მინიმალური ზიანი რომ მოუტანოს, ამისთვის შეიძლება ოპოზიციურმა პარტიებმა ითანამშრომლონ. ეს არის საკითხები, რომლებზეც ყველა ვთანხმდებით და ასეთ პრინციპულ დეტალებთან დაკავშირებით, სხვა პარტიებთან კოორდინაციაში დიდი სიამოვნებით ვიქნებოდით.

რაც შეეხება გაერთიანებას, ჩვენ, “ნაციონალური მოძრაობა”, ვაპირებთ, რომ მაქსიმუმი დავდოთ. ამ რეფორმებსაც იმისთვის ვატარებთ, რომ შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში, პარტია მაქსიმალურად გაძლიერდეს, გაფართოვდეს და მეტ მხარდამჭერზე გავიდეს. ყველა ოპოზიციური პარტია ერთობლივად შეიკვრება, რაღაცა ტიპის კოალიციას ჩამოაყალიბებენ თუ ინდივიდუალურად გავლენ არჩევნებზე, ჩვენ მათ მაინც წარმატებას ვუსურვებთ და გვინდა, რომ მათაც თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმს მიაღწიონ.

ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ იმაში, რომ “ქართულმა ოცნებამ” არჩევნები არ გააყალბოს”, - აღნიშნა პეტრე ცისკარიშვილმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს