თინა ბოკუჩავა - ჩვენი კარი კონსულტაციებისთვის ღიაა და ვითანამშრომლებთ აბსოლუტურად ყველა პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიასთან, რომლის მიზანი რუსული რეჟიმის დემონტაჟია

ჩვენი კარი კონსულტაციებისთვის ღიაა და ვითანამშრომლებთ აბსოლუტურად ყველა პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიასთან, რომლის მიზანი რუსული რეჟიმის დემონტაჟია, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, 2024 წლის არჩევნები განსაზღვრავს, ქვეყანა პროდასავლურ გზაზე დარჩება, თუ ამ შესაძლებლობას საბოლოოდ დაკარგავს.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველას ესმოდეს, შემდეგი არჩევნები მართლაც გადამწყვეტი იქნება ჩვენი ქვეყნისათვის. ის განსაზღვრავს ქვეყნის საგარეო კურსს, დავრჩებით ევროინტეგრაციის გზაზე თუ საბოლოოდ დავკარგავთ ამ შესაძლებლობას. ამის გამო, მაქსიმალური გაერთიანება, ფორმალური კოალიციების არსებობის გარეშე, ოპოზიციურ ფრონტზე ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი კარი კონსულტაციებისთვის ღიაა და ვითანამშრომლებთ აბსოლუტურად ყველა პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიასთან, რომლის მიზანი რუსული რეჟიმის დემონტაჟია”, - აღნიშნა ბოკუჩავამ.

რაც შეეხება იმას, რომ დღევანდელ ღონისძიებაზე, სადაც “ნაციონალურმა მოძრაობამ” ლევან ხაბეიშვილის თავმჯდომარეობის 100 დღის ანგარიში წარადგინა, ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია არ იმყოფებოდა, თინა ბოკუჩავას თქმით, ყველა ღონისძიებას პარტიის ყველა წევრი ვერ დაესწრება.

“ძალიან ხშირად მეც არ ვესწრები შეხვედრებს. ამ შემთხვევაში, მქონდა პასუხისმგებლობა, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის “ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო საქმიანობა გამეცნო და ამ კონკრეტულ თემაზე სასაუბროდ ვარ შეხვედრაზე”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება