პრემიერი - პირველ კვარტალში თითქმის ნახევარი მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია დაფიქსირდა, რაც ძალიან პოზიტიურია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკის მიმართულებით დადებითი ტენდენციები აქვს.

როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, განსაკუთრებით მაღალ მაჩვენებელს ინარჩუნებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები.

„ჩვენ ძალიან დადებითი ტენდენციები გვაქვს ეკონომიკის მიმართულებით. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განსაკუთრებით მაღალ მაჩვენებელს ინარჩუნებს. პირველ კვარტალში თითქმის ნახევარი მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია დაფიქსირდა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან პოზიტიურია“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს