ნანა ტოხვაძე - მორალი და ღირსება არც ასაკთან ერთად მოდის, არც არსად მიდის

მორალი და ღირსება არც ასაკთან ერთად მოდის, არც არსად მიდის, - ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნანა ტოხვაძე ბექა ყორშიასა და როინ მეტრეველის სატელეფონო ინტერვიუს.

მისი თქმით, სიუჟეტმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ნომენკლატურა განათლებისა და მეცნიერების წინააღმდეგ ძალებს კვლავ იკრებს.

„მეცნიერებათა აკადემიის „საქმიანობასთან“ დაკავშირებულმა სიუჟეტმა დაგვარწმუნა, რომ მორალი და ღირსება არც ასაკთან ერთად მოდის, არც არსად მიდის. სამწუხაროდ, ნომენკლატურა კვლავ ძალებს იკრებს განათლებისა და მეცნიერების საზიანოდ. ახლა მნიშვნელოვანია, რა გზას ვადგებით როგორც საზოგადოება?! უშედეგოდ ველით როინ მეტრეველის მორალური კომპასის გასწორებას და "დანიშნული თანამდებობიდან" გადადგომას? თუ ვითხოვთ, რომ მახინჯი სისტემა შეიზღუდოს თუ მორალით არა, შესაბამისი კანონმდებლობით მაინც?

მეცნიერთა აკადემიის ამ ფორმითა და შინაარსით არსებობის აზრს ვერც აქამდე ვხედავდით, მაგრამ რომელიმე მომხდარი ფაქტი ხომ შეიძლება გახდეს მიზეზი რეალური რეფორმირების?! იქნებ მსჯელობისა და ღია დისკუსიის დაწყება დაგვიანებულიცაა, მაგრამ სირცხვილის მოწმენდის მცდელობად მაინც ჩაითვლება მომავალი თაობის თვალში", - აღნიშნა ტოხვაძემ, რომლის კომენტარსაც "სტრატეგია აღმაშენებელი" ავრცელებს.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის