პარლამენტი, 16 ივნისს, საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენს

პარლამენტის ბიურომ 13-16 ივნისის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრა. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტი 16 ივნისს, „მინისტრის საათის” ფორმატში, საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს მოუსმენს.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, 15 ივნისს, ხუთშაბათს, თავისუფალი ტრიბუნით საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფები - „გირჩი“ და „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ ისარგებლებენ.

ბიურომ კენჭისყრით საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ რეგისტრაციაში გატარებას მხარი დაუჭირა.

პლენარული სხდომების დღის წესრიგით, მიმდინარე სასესიო კვირას, 80-ზე მეტი საკითხის განხილვაა დაგეგმილი.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს