გია ვოლსკი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე - შედეგი გვაჩვენებს იმას, რომ მოიგებს პაციენტი

რეპრესიებს, რასაკვირველია, ადგილი არ ექნება, „რეპრესია" არის მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დაზარალებულია სამედიცინო მომსახურების მიმღები ადამიანი, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის საფუძველზეც სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილებების გაზრდა და ფუნქციების გაძლიერება იგეგმება.

ვოლსკის შეფასებით, გარკვეული საკითხები შესაძლოა წინააღმდეგობრივია, თუმცა, ოპონენტების პროპაგანდაა ის, რომ ცვლილებები შესაძლოა, პოლიტიკური ინტერესებით იყოს ნაკარნახევი.

„უშველებელი თანხა იხარჯება სახელმწიფო ბიუჯეტიდან სადაზღვევო სამედიცინო თვალსაზრისით იმისთვის, რომ მოემსახუროს კონკრეტულ ადამიანს. თუკი ამ სერვისს არ იღებს და მიღებული სერვისი უხარისხოა, ამ სერვისში გადახდილი ფულის მთავარ წყაროს უნდა ჰქონდეს რესურსი, შეამოწმოს რამდენად მიზანმიმართულად იხარჯება ეს თანხა. ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს და გარკვეული თემები წინააღმდეგობრივია, შეთანხმების აუცილებლობა დგება. მაგრამ ის, რომ პოლიტიკური ინტერესები იქნება ამით რეალიზებული ეს არის პროპაგანდა იმისათვის, რათა დაიძაბოს სიტუაცია. შედეგი გვაჩვენებს იმას, რომ მოიგებს პაციენტი,"- განაცხადა ვოლსკიმ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს