გია ვოლსკი - აკადემიური სტატუსის მინიჭება სახელმწიფოთა მეთაურებზე, გამოჩენილ პოლიტიკოსებზე დამკვიდრებულია მსოფლიოში, მაგრამ არც ღარიბაშვილის სურვილი ყოფილა ასეთი და ეს არც პოლიტიკურ მიზანს წარმოადგენს

აკადემიური სტატუსის მინიჭება სახელმწიფოთა მეთაურებზე, გამოჩენილ პოლიტიკოსებზე დამკვიდრებულია მსოფლიოში, მაგრამ არც ღარიბაშვილის სურვილი ყოფილა ასეთი და ეს არც პოლიტიკურ მიზანს წარმოადგენს - თქვა, რომ მზად არის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ როინ მეტრეველი ხვალ ბრძანებას აწერს ხელს და სტატუსს ანიჭებს,- ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერი "მთავარი არხის" ეთერში გასულ სიუჟეტს, სადაც მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი როინ მეტრეველი მზადყოფნას გამოთქვამს, ირაკლი ღარიბაშვილს აკადემიკოსის სტატუსი მიანიჭოს.

ვოლსკის თქმით, როინ მეტრეველი არის დიდი მეცნიერი, რომელსაც დიდი როლი აქვს ქართული ისტორიული მეცნიერების განვითარებაში და მნიშვნელობა არ აქვს, მისი ცხოვრების გარკვეული ნაწილი ვინმეს მოსწონს თუ არა.

„აკადემიური სტატუსის მინიჭება სახელმწიფოთა მეთაურებზე, გამოჩენილ პოლიტიკოსებზე დამკვიდრებულია მსოფლიოში, მაგრამ ამ შემთხვევაში არც ირაკლი ღარიბაშვილის სურვილი ყოფილა ასეთი და ეს არც პოლიტიკურ მიზანს წარმოადგენს. ის, რაც "მთავარმა არხმა" ჩაატარა რუსი "პრანკერების" მიბაძვით, რომლებიც სხვადახვა ლიდერებს ესაუბრებიან, შეიძლება შევაფასოთ როგორც უზნეობა. თქვა, რომ მზად არის, იმას არ ნიშნავს, რომ ხვალ ბრძანებას აწერს ხელს და სტატუსს ანიჭებს.

ეს უზნეობაა და თუ არ გაიმეორებთ, უკეთესი იქნება, რადგან რუსულ "პრანკულ" მაგალითზე არ უნდა იზრდებოდეს ქართული ჟურნალისტიკა. ვფიქრობ, როინ მეტრეველის ერთი პატარა ბროშურაც არ გაქვთ წაკითხული. უამრავი მეცნიერული ნაშრომი აქვს, რომელიც საქართველოს თანამედროვე თუ ძველ ისტორიას ეხება. ეს არის დიდი მეცნიერი, რომელსაც ცხოვრების გარკვეული ნაწილი აქვს განვლილი, რომელიც შეიძლება რაღაც ნაწილი მოგწონთ, არ მოგწონთ, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მან საკმაოდ დიდი როლი შეიტანა ქართული ისტორიული მეცნიერების განვითარებაში. ასეთი ღლიცინით არ მგონია, რომ მის ავტორიტეტს რაიმე დააკელით, პირიქით თვითდაზიანება მიიყენეთ,"- განაცხადა ვოლსკიმ.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის