ხატია წილოსანი - საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელსაც ექნება სურსათის ნარჩენების, მისი პრევენციის, შემცირების და დანაკარგების სწორად მართვასთან დაკავშირებით კანონი

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა კანონპროექტი „სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირებისა და სურსათის შეწირულობის შესახებ" თანმდევ კანონპროექტებთან ერთად. ამის შესახებ ინფორმაცია პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

პარლამენტის წევრის ხატია წილოსანის განცხადებით, არსებული შეთანხმებით, კანონის სახელწოდება მიღების შემდეგ ჩამოყალიბდება შემდეგნაირად: „სურსათის დანაკარგების, მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ".

„კანონპროექტის რეგულირების სფერო ეხება სურსათის ნარჩენების პრევენციას, ხოლო მისი წარმოქმნის შემთხვევაში კი აუცილებელია სწორად მართვა. ეს არის სრულიად ახალი კანონი ქართულ საკანონმდებლო სივრცეში, რომელიც არეგულირებს სურსათის ნარჩენების საკითხს ცალკე, ექსკლუზიურად და შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეგიონში საქართველო არის პირველი ქვეყანა, რომელსაც ექნება კანონი სურსათის ნარჩენების, მისი პრევენციის, შემცირების და დანაკარგების სწორად მართვასთან დაკავშირებით. ძირითადი მიმართულება, რითაც კანონპროექტი გამოირჩევა, ეს არის ახალი ცნებების, ახალი მიმართულებების შემოტანა კანონმდებლობაში, რომელიც ხელს შეუწყობს სურსათის ნარჩენების სწორად მართვას", - განაცხადა ხატია წილოსანმა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, კანონი შესაძლებლობას მისცემს როგორც ბიზნესის წარმომადგენლებს, ისე ადამიანებს, ვისაც ამის საჭიროება აქვს, რომ ააწყონ ჯაჭვი და დაკავშირებული იყონ ერთმანეთთან იმგვარად, რომ ორივე მხარისთვის მომგებიანი იყოს ამ საქმიანობაში ჩართვა. სურსათის განაწილებისათვის ქვეყანაში შეიქმნება სურსათის ბანკები. მისივე თქმით, შეიქმნება სამართლებრივი საფუძველი საგადასახადო შეღავათების დაწესებისათვის, მნიშვნელოვანია, რომ სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირება და სურსათის შეწირულობა იქნება წახალისებული.

მომხსენებელმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირს და გაეროს სოფლის მეურნეობის და სურსათის ორგანიზაციას, ყველა იმ ადამიანს, ვინც მაქსიმუმი გააკეთა იმისათვის, რომ კანონპროექტი არსებული სახით ყოფილიყო წარმოდგენილი.

ამავე საკითხს უკავშირდებოდა კომიტეტის სხდომაზე გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის პოლიტიკის უფროსი მრჩევლის ჯუმბერ მარუაშვილის მიერ წარმოდგენილი ანგარიში სურსათის ნარჩენების მიმართ საქართველოში მომხმარებელთა ქცევისა და დამოკიდებულების კვლევის შესახებ.

საბოლოოდ, კომიტეტმა საკანონმდებლო პაკეტს პირველი მოსმენით, ზოგადი პრინციპების დონეზე, მხარი დაუჭირა.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის