მამუკა მდინარაძე - „ჰეფი მილში“ ბავშვებს სთავაზობენ და აწვდიან ლგბტ პროპაგანდის შემცველ დოკუმენტაციას, რაც არის ამ თემის შემოპარება და შეგუება პატარა ასაკიდან - ეს არის დამაზიანებელი და ამ ქვეყანაში, ვერავინ ვერასდროს შეძლებს, პროპაგანდას დაარქვას უფლებების დაცვა

ამ ქვეყანაში, ვერავინ, ვერასდროს შეძლებს, რომ პროპაგანდას დაარქვას უფლებების დაცვა, უფლებების დაცვის სადარაჯოზე ჩვენ ვართ და რეალურად არავის აინტერესებს მათი [ლგბტ თემის] ბედი და უფლებები, მათ პროპაგანდა აინტერესებთ, შემდეგ პოლიტიკურ იარაღად იყენებენ ხოლმე, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, ნებისმიერ ხელისუფალი ვალდებული იქნება, უფლებების დაცვა პროპაგანდისგან გამიჯნოს.

„ვინც არ უნდა იყოს, რა ორიენტაციაც არ უნდა ჰქონდეს ადამიანს, ეს იქნება სექსუალური, თუ სხვა, მისი უფლებები ზედმიწევნით უნდა იყოს დაცული. ამავდროულად, კატეგორიულად მიუღებელია, ლგბტ მიმართულების პროპაგანდა. დღეს, ჩვენ ამაზრზენი ფაქტი ვნახეთ, სხვათა შორის, თქვენი [ერთ-ერთ ჟურნალისტს] ტელევიზიიდან გახმოვანებული, თუ სწორად მახსოვს, ე.წ. ჰეფი მილში, ბავშვებს სასაჩუქრე პაკეტში სთავაზობენ და აწვდიან ლგბტ პროპაგანდის შემცველ დოკუმენტაციას და არა უფლებების დაცვის დოკუმენტაციას, არ სჭირდება ბავშვს უფლებების დაცვის სწავლა 2,3,7 და 10 წლის ასაკში, რაც ამ თემის შემოპარებაა, ამიტომ არის ამაზრზენი, პატარა ასაკიდან ამ თემის პროპაგანდის შეგუება, ეს დამაზიანებელია. ამ ქვეყანაში, ვერავინ, ვერასდროს შეძლებს, რომ პროპაგანდას დაარქვას უფლებების დაცვა, უფლებების დაცვის სადარაჯოზე ჩვენ ვართ და რეალურად არავის აინტერესებს მათი ბედი და უფლებები, მათ პროპაგანდა აინტერესებთ, შემდეგ იყენებენ ხოლმე პოლიტიკურ იარაღად, როგორც ეს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ხდება. მათ არ აინტერესებთ ვინმეს მიერ ამ თემის სწორად ნათქვამის აღქმა, რადგან პოლიტიკურ იარაღად იყენებენ ამას, მათ არ აინტერესებთ, ვინმე ჰომოფობია, თუ არა, რადგან იმ მხარეს არიან, სადაც ლგბტ პროპაგანდის ავანგარდში ადამიანები კომფორტულად გრძნობენ თავს და ამ ქვეყანაში ეს ამბავი არ გავა, წარმოუდგენელია, რომ ამ ქვეყანაში ლგბტ პროპაგანდა გავიდეს და ეს მათ თავისუფლად შეძლონ. ესენი არიან ერთ მხარეს, ჩვენ ვართ სხვა მხარეს და საქართველოა, სხვა მხარეს. ნებისმიერ ხელისუფალი ვალდებული იქნება, გამიჯნოს უფლებების დაცვა პროპაგანდისგან, რომელიც ჩვენი მომავალი თაობებისთვის დამაზიანებელია“, - განაცხადა მდინარაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო