მიხეილ სარჯველაძე - ურსულა ფორ დენ ლაიენი ამბობდა, რომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ" უკრაინული კანონი კარგი იყო - როგორ შეიძლება საქართველოსთან მიმართებაში განსხვავებული მოსაზრება იყოს, ეს გასაგები არ არის

ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფორ დენ ლაიენი ამბობდა, რომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ" უკრაინული კანონი კარგი კანონი იყო და შესაბამისად, უკრაინას მუშაობა მის აღსრულებაზე უნდა დაეწყო - ასეთ დროს როგორ შეიძლება მოსაზრება საქართველოსთან მიმართებაში განსხვავებული იყოს, ეს გასაგები არ არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განუცხადა.

ამასთან, სარჯველაძის თქმით, „დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონის ამოქმედების თარიღი ისეა განსაზღვრული, რომ ყველასთვის იქნება შესაძლებლობა, პოზიციებში სიცხადე შეიტანონ და საკითხზე საერთო კონსენსუსი იყოს.

„როცა ოპოზიცია ხელისუფლებას იმის გამო აკრიტიკებს, რაც მიღებულია 12 რეკომენდაციის შესასრულებლად, ეს არასწორი და უარგუმენტოა. სანამ რეკომენდაციები გაჩნდებოდა, მანამდეც ვსაუბრობდით იმაზე, რომ ოპოზიციის განცხადებები დეოლიგარქიზაციაზე, არ იყო მართებული და მათთვის შეიძლება აღმოჩენილიყო არახელსაყრელი და არასასიამოვნო. ეს ყველაფერი ახდა და ახლა, როცა ფაქტის წინაშე აღმოჩნდნენ, მათ ესაჭიროებათ, რომ ამასაც დაუპირისპირდნენ.

როცა ხელისუფლება ასეთ კანონს იღებს, ერთი ამოცანა ამოძრავებს - ეს არის 12 პუნქტის შესრულება.

პრაქტიკულად უკრაინას იგივე შინაარსის კანონპროექტი ჰქონდა მიღებული. ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფორ დენ ლაიენი ამბობდა, რომ ეს კარგი კანონი იყო. შესაბამისად, უკრაინას მუშაობა მის აღსრულებაზე უნდა დაეწყო. ასეთ დროს როგორ შეიძლება, ეს მოსაზრება საქართველოსთან მიმართებაში იყოს განსხვავებული, ეს გასაგები არ არის.

კანონის ამოქმედების თარიღი ზუსტად ისეა განსაზღვრული, რომ ყველასთვის იქნება შესაძლებლობა პოზიციებში სიცხადე შეიტანონ და ამ საკითხზე იყოს საერთო კონსენსუსი.

მაშინ, როცა თავად ოპოზიციამ არ იცის, რა უნდა და თვითმიზანი აქვთ, რომ რაიმე კრიტიკული თქვან, ასეთ ფონზე კონსენსუსის მიღწევა ჭირს", - განაცხადა სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, რომ ვენეციის კომისია "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტზე დასკვნას აქვეყნებს და მიიჩნევს, რომ მომზადებული ცვლილებების მიღება არ უნდა მოხდეს.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა