ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციას - ის, რაც ადრე დაგემართათ და გინდოდათ დამართოდა პარლამენტს, ჩამოგეშალათ, არ გამოგივიდათ - ჩამოგეშალათ პარტია და ეს რუსული ნარატივი ალალად შეგრჩებათ ბოლომდე

ის, რაც ადრე დაგემართათ და გინდოდათ დამართოდა ამ პარლამენტს, ჩამოგეშალათ, არ გამოგივიდათ - ჩამოგეშალათ პარტია და ეს რუსული ნარატივი ალალად შეგრჩებათ ბოლომდე, - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, ნებისმიერი წარმატება, რასაც შეიძლება საქართველომ მიაღწიოს, „რადიკალური ოპოზიციისთვის აუტანელია“. მისივე თქმით, ეს აუტანლობა გამოწვეულია ტკივილით, რასაც „ხელისუფლების წარმატება და მათი რევოლუციური სცენარის არგანხორციელება ჰქვია“.

„ჩვენ ვიხილეთ საქართველოს დელეგაციების წარმატებული ვიზიტების შეფასება ოპოზიციის მხრიდან ანუ, საქართველოს საპარლამენტო თუ სამთავრობო დელეგაციებმა რომ მოახერხეს, ევროპის ყველა მინდორზე ჩვენი ქვეყნის პოზიციების სწორად წარმოჩენა, ამის მაგალითია ის, თუ როგორი გააფთრებული შეტევა მიიტანეს საქართველოსთვის ამ მნიშვნელოვან მომენტში საპარლამენტო დელეგაციების მიერ მიღწეულ პროგრესზე. ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, რომ ნებისმიერი წარმატება, რასაც შეიძლება საქართველომ მიაღწიოს, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე, რადიკალური ოპოზიციისთვის აუტანელია. ეს აუტანლობა გამოწვეულია იმ ტკივილით, რასაც ამ ხელისუფლების წარმატება და მათი რევოლუციური სცენარის არგანხორციელება ჰქვია. მათ ტერმინოლოგიაში მაშინვე ერთვება ერთადერთი საყვარელი სიტყვა - რუსული/რუსეთი. კარგად იციან, რით დაზიანდნენ თვითონ - როდესაც რუსული პოლიტიკის პროვოცირებაში იყვნენ პირველები ანკესზე წამოგებულები, ამის შედეგად რუსეთს უთმობდნენ ყველა სტრატეგიულ ობიექტს; როდესაც რუსეთს პრეზიდენტი სააკაშვილი დაჩოქილი ეხვეწებოდა, ყოველგვარი პირობის გარეშე, მზად ვარ, პუტინს დაველაპარაკოო. თავიანთი პოლიტიკის შედეგად რუსეთისგან მიღებული ეს ტკივილი, კარგად ახსოვთ და უნდათ, ეს ტკივილი თავს მოახვიონ არა მარტო ხელისუფლებას, მთელ ქართულ საზოგადოებას. ის, რაც დაგემართათ ადრე და გინდოდათ დამართოდა ამ პარლამენტს, ჩამოგეშალათ, არ გამოგივიდათ - ჩამოგეშალათ პარტია და ეს რუსული ნარატივი ალალად შეგრჩებათ ბოლომდე“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ამასთან, ქადაგიშვილმა კიდევ ერთ საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ერთი მხრივ „კონსტიტუციაში ოჯახის სიწმინდე დაიცვა“, მეორე მხრივ კი მიიღეს კანონი, რომლითაც სექსუალური უმცირესობების უფლებები დაიცვეს.

„კიდევ ერთ საკითხს მინდა შევეხო, რომელიც ბოლო პერიოდში საზოგადოებისთვის მეტად მტკივნეულად გაჟღერდა. ჩვენ ვართ ხელისუფლება, ვინც დავიცავით კონსტიტუციაში ოჯახის სიწმინდე და ვთქვით, რომ ქორწინება არის ქალის და მამაკაცის ერთობით შექმნილი ოჯახი. ამავდროულად ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელმაც მივიღეთ კანონი, რომლითაც დისკრიმინაცია, მათ შორის სექსუალური უმცირესობებისა, დაცულია. მაგრამ ამავდროულად, ჩვენ ვართ ის არა ხელისუფლება, არამედ საზოგადოება, რომელიც ამ ტოლერანტობისა და სამართლიანი მიდგომის პარალელურად ხაზს ვუსვამთ, რომ არ შეიძლება ხდებოდეს ბავშვებსა და მოზარდებზე ზემოქმედება ამ თემებით. ვფიქრობ, ამ დარბაზის ორივე მხარეს მსხდომი ადამიანები ალბათ, ამ საკითხში მაინც ვიქნებით ერთი სულისკვეთებით გაერთიანებული“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა