ლაშა ხუციშვილი საფრანგეთის განვითარების სააგენტოს რეგიონულ დირექტორს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) რეგიონულ დირექტორს, სესილ კუპრისა და სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, იგეგმება მე-3 ორმხრივი ყოველწლიური საკონსულტაციო შეხვედრა საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს შორის, სადაც მხარეები გაეცნობიან მიმდინარე თანამშრომლობის ფარგლებში მიღწეულ პროგრესს და შეათანხმებენ სამომავლო პარტნიორობის საკითხებს.

უწყების ცნობით, ფინანსთა მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე მიმოიხილეს ორმხრივი პარტნიორობის საკითხები.

„ფინანსთა მინისტრმა სტუმარს მადლობა გადაუხადა საქართველოს ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისა და ქვეყნისთვის ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით მხარდაჭერისთვის, როგორიცაა: საქართველოს ევროპული პერსპექტივა, ენერგეტიკა (ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოეფექტურობა), ირიგაცია, ადამიანური კაპიტალი, რეგიონული განვითარება, სახელმწიფო საწარმოთა რეფორმა, რკინიგზის სექტორის რეფორმა, წყალმომარაგება, სოციალური კეთილდღეობა და ჯანდაცვა, საქართველოს კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლა.

თავის მხრივ, ფრანგულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, მომავალშიც განაგრძოს თანამშრომლობა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების მხარდაჭერის მიზნით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება