პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნება“ ხატავს სურათს, თითქოს თვითონ დღედაღამ იბრძვიან კანდიდატის სტატუსის მისაღებად და „ბოროტი ოპოზიცია“ ბნელ დერეფნებში ატყუებს ევროპელ პარტნიორებს

რა ძალისხმევასაც „ქართული ოცნება“ ხარჯავს იმაზე, რომ ოპოზიციას და დასავლეთს დააბრალოს თითქოს ჩვენ არ გვინდა კანდიდატის სტატუსის მიღება, ეს ენერგია და რესურსი მიმართოს იქითკენ, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს - ისეთი არაფერი წერია იმ 12-პუნქტიან რეკომენდაციაში, რომელსაც ვერ შეასრულებდა ოპოზიციური კოალიცია ახლა ხელისუფლებაში რომ იყოს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, დარჩენილ დროში, შესაძლებელია ყველა რეკომენდაციის შესრულება, იმ დონეზე, რომ არც ერთ ჩვენს დასავლელ პარტნიორს შენიშვნის მოცემის შესაძლებლობა არ ჰქონდეს ამ რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით.

„ქართული ოცნების“ პროპაგანდაა ის, რომ დახატონ სურათი, თითქოს თვითონ დღედაღამ იბრძვიან კანდიდატის სტატუსის მისაღებად და „ბოროტი ოპოზიცია“ ბნელ დერეფნებში ატყუებს ევროპელ პარტნიორებს და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ იბრძვის. ეს არის „ქართული ოცნების“ პრიმიტიული ნარატივი, რომელიც უნდა, რომ საზოგადოებას დააჯეროს“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა