ალეკო ელისაშვილი - ირანელი გიდები თავიანთ თანამემამულეებს უყვებიან, რომ „სინამდვილეში, საქართველო ირანია“, არაბები უყვებიან, რომ „ის არაბული სახელმწიფოს ნაწილი იყო“, რუსები საერთოდ სიგიჟეებს უყვებიან, რომ „თურმე რუსებმა გაგვაქრისტიანეს“ - სად არის აქ სახელმწიფო?

ირანელი გიდები თავის თანამემამულეებს უყვებიან, რომ „სინამდვილეში, საქართველო ირანია“, არაბები უყვებიან, რომ „ეს ისტორიული არაბული სახელმწიფოს ნაწილი იყო“, რუსები საერთოდ სიგიჟეებს უყვებიან, რომ „თურმე მე-9-მე-10 საუკუნეებში გავხდით ქრისტიანები და ისიც რუსებმა გაგვაქრისტიანეს“ - სად არის აქ სახელმწიფო?, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ერთი მხრივ, “უცხოელი გიდების“ მხრიდან, ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, აღვირახსნილი მავნებლობა ხორციელდება და მეორე მხრივ, ისინი ქართველ გიდებს შემოსავლის წყაროს აკარგვინებენ.

ელისაშვილმა ევროპული ქვეყნების მაგალითებზე ისაუბრა, სადაც გიდის საქმიანობის განსახორციელებლად ლიცენზიის ქონა აუცილებელია და განაცხადა, რომ საჭიროა, საქართველოში აღნიშნული საკითხი მოწესრიგდეს.

„საქართველოში არიან ირანელები, არაბები, რუსები, რომლებმაც მხოლოდ მშობლიური ენა იციან და მათთვის გაცილებით მარტივია საქართველოში ჩამოსულ საკუთარ თანამემამულეებთან კომუნიკაცია. მათ არ იციან არც საქართველოს ისტორია, არც საქართველოს მოქალაქეები არიან, ზოგიერთ მათგანს არც ბინადრობის მოწმობა აქვს. არსებობს ჩანაწერები, რომ მაგალითად, ირანელი გიდები როგორ უყვებიან თავის თანამემამულეებს, რომ „სინამდვილეში, საქართველო ირანია, ყოველთვის ირანი იყო, სპარსეთი იყო და ბოლო 200 წელია რუსებმა დაგვიპყრეს და გაგვაქრისტიანეს, თორემ ადრე თუ გვიან ისევ დავბრუნდებით და გავხდებით ირანის ნაწილი“. არაბები უყვებიან, რომ „ეს ისტორიული არაბული სახელმწიფოს ნაწილი იყო“. რუსები ხომ საერთოდ სიგიჟეებს უყვებიან, რომ „თურმე მე-9-მე-10 საუკუნეებში გავხდით ქრისტიანები და ისიც რუსებმა გაგვაქრისტიანეს“ და ა.შ. ერთი, რომ ლუკმა-პურს და შემოსავალს აკარგვინებენ ეს ადამიანები საქართველოს მოქალაქე გიდებს, რომლებსაც უზარმაზარი შრომა აქვთ ჩადებული იმაში, რომ განათლება მიეღოთ, პროფესიას დაუფლებოდნენ და მეორე მხრივ, არის ერთმნიშვნელოვანი და აღვირახსნილი მავნებლობა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომ ვიქეცით ტერიტორიად, რომელსაც ლამაზი ტერიტორია, არაჩვეულებრივი კულტურული მემკვიდრეობა აქვს და ამ კულტურულ მემკვიდრეობას, ვისაც როგორ უნდა, ისე ასაღებს და ისე ჰყვება. სად არის აქ სახელმწიფო?,“ - განაცხადა ელისაშვილმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს