დიმიტრი ხუნდაძე - მივმართავ ჩვენს უცხოელ პარტნიორებს - მართალია, თქვენ საქართველოში საპატიო დიპლომატიური მისიით ბრძანდებით და გიდასტურებთ პატივისცემას, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ სტუმრები ხართ

ჩვენ არავისგან გვესწავლება ტოლერანტობა და არც არავისგან მივიღებთ ამაზე მითითებებს - იმედს ვიტოვებ, რომ ლგბტ თემას, ევროკავშირის წევრის სტატუსის მინიჭების პროცესში, შანტაჟის კიდევ ერთ იარაღად არ გამოიყენებთ და თუ მაინც შეეცდებით, საზოგადოებისგან პასუხი იქნება შესაბამისი, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს მთელ მსოფლიოში აქტიურად მიდის ლგბტ თემის პროპაგანდა და თუ სხვა ქვეყნებში ამას, შესაძლოა, სხვა მიზანი ჰქონდეს, „საქართველოში ამ თემას სიტუაციის არევისთვის იყენებენ“.

„მსურს, განცხადება გავაკეთო იმ თემაზე, რაც ყველა ჭეშმარიტ ქრისტიანს და ტრადიციულად მოაზროვნე პიროვნებას აშინებს, დიახ, აშინებს და არა მხოლოდ აღელვებს. საქმე ეხება თანამედროვე მსოფლიოში ლგბტ თემის ისტერიულ, მიზანმიმართულ პროპაგანდას. ვერაფრით წარმოვიდგენდით იმას, რომ თუნდაც ამერიკაში, რუზველტის, ლინკოლნის, რეიგანის და სხვათა ქვეყანაში ამერიკის სახელმწიფო დროშას ლგბტ ფერადი დროშა ჩაანაცვლებდა. აღარაფერს ვსაუბრობ სხვა ტრადიციულ და განსაკუთრებით, ორთოდოქსულ სახელმწიფოებზე. რა ხდება? რატომ არის ასეთი დაუნდობელი ბრძოლა მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც ტრადიციების, რწმენის, ოჯახური ღირებულებების წინააღმდეგ? რაში სჭირდებათ სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებს ასეთი მასშტაბური პროპაგანდა და პოპულარიზაცია? ხომ ყველამ ვიცით, რომ მათ არავინ ეხება და მათ უფლებებს არავინ ზღუდავს. მათ არავინ ერჩის. მაშ რაში სჭირდებათ ეს ყველაფერი? განსაკუთრებით, დღეს, ამ ურთულეს გლობალურ პროცესებში?

პასუხი არც ისე მარტივია, რადგან სწორედ ადამიანის უფლებრივ დაცვას და დემოკრატიას ამოფარებულები შენიღბულად მოქმედებენ ახალგაზრდა თაობის გასარყვნელად, თუმცა უკვე ყოველგვარ ზღვარს გასცდნენ და შეეხნენ ბავშვებს, ყველაზე სუფთა ასაკს. ეს უკვე საგანგაშოა! ამის იქით მხოლოდ უფსკრულია, საითკენაც მიაქანებენ ჩვენს ქვეყანას. საქართველოში ბავშვებს დედა ენას ურიგებენ და არა ერთსქესიანთა ოჯახური ცხოვრების წესებს აცნობენ, რაც არ უნდა კარგად იყოს ეს ნამღერი. როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, ბევრი ამბობს - უფალი არ გაწირავს საქართველოსო. არა, ეს ნამდვილად ასე არ იქნება, თუკი ჩვენ თავად გავწირავთ ჩვენს ქვეყანას და არ დავიცავთ საკუთარ შვილებს. დღეს ქართულ პოლიტიკაში ცოდნისა და უმეცრებისა, რწმენისა და უღმერთობის, სიკეთისა და ბოროტების ორთაბრძოლაა. სამწუხაროდ, ბოროტი ძლიერია - იმდენად ძლიერი, რომ ქართველებს (არა უმრავლესობას, მაგრამ მაინც ქართველებს) საკუთარი ხელით ანადგურებინებს საკუთარ ქვეყანას, თუმცა არც ისეთი ძლიერნი არიან, რომ ამ ქვეყნის გაქრობა შეძლონ.

თუკი ამერიკის პრეზიდენტს ლგბტ თემის წარმომადგენლების ხმები, სხვა მიზნებთან ერთად, არჩევნების მოსაგებად სჭრდება, საქართველოში ამის პროპაგანდა სიტუაციის ასარევად, ყველაზე ხელუხლებელი - რწმენის გასანადგურებლად და ქართული სინდისის გასაქრობად სურთ. ახლოვდება ივლისი და დაანონსებულია „ლგბტ“ პრაიდი, ზუსტად ამერიკის დამოუკიდებლობის დღის პერიოდში, ალბათ მათი მფარველობის იმედით.

მივმართავ ჩვენს უცხოელ პარტნიორებს - თქვენ საქართველოში მართალია, საპატიო დიპლომატიური მისიით ბრძანდებით და გიდასტურებთ პატივისცემას, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ სტუმრები ხართ. მიუხედავად თქვენი აუცილებელი და საჭირო სტუმრობისა ჩვენს ქვეყანაში, სტუმრები ვერ შეცვლიან საქართველოში მასპინძლის ადათ-წესებს.

ჩვენ არავისგან გვესწავლება ტოლერანტობა და არც არავისგან მივიღებთ ამაზე მითითებებს. იმედს ვიტოვებ, რომ „ლგბტ“ თემას, ევროკავშირის წევრის სტატუსის მინიჭების პროცესში, შანტაჟის კიდევ ერთ იარაღად არ გამოიყენებთ და თუ მაინც შეეცდებით, საზოგადოებისგან პასუხი იქნება შესაბამისი. ეს ქვეყანა სწორედ ღირსებით, რწმენის და ტრადიციების პატივისცემით მოვიდა აქამდე. ჩვენ დღეს, მის მომავალს ფერად წერტილს ვერავის დავასმევინებთ“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
„ბიბლუსში“ საახალწლო კოლექციაზე 50%-იანი ფასდაკლება დაიწყო
როგორ შეიძლება კრიპტოს ყიდვა ყველაზე მარტივად დამწყებთათვის? - საბანკო ბარათის გამოყენებით
“თეთრმა კვადრატმა” მონაწილეობა მიიღო ვაშინგტონში გამართულ კონფერენციაში, ამერიკა-საქართველოს ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავების მიზნით
დიდი საახალწლო შეთავაზებები, დაბალი საახალწლო ფასები - „კარფური“ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს
კახა ოქრიაშვილი - ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!
Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე ის, რაც სულ ემახსოვრება
Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა