ალუდა ღუდუშაური - რადიკალური ოპოზიცია დეოლიგარქიზაციის კანონს ეწინააღმდეგება, რადგან მათ დამფინანსებელს, მათ ოლიგარქ კეზერაშვილს ეს პირდაპირ შეეხება

რადიკალური ოპოზიცია დეოლიგარქიზაციის კანონს ეწინააღმდეგება, რადგან მათი დამფინანსებელს, მათ ოლიგარქ კეზერაშვილს ეს პირდაპირ შეეხება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ყველამ დაინახა, ვინ მართავს ოლიგარქიულ სტილში პარტიებს და ამაზე, ღუდუშაურის თქმით, ნიკა მელიას განცხადებებიც მეტყველებს.

"კანონპროექტი, რომელიც ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა უკრაინაში მოიწონეს და ოვაციებით იქნა მხარდაჭერილი, ჩვენ ერთი- ერთში გადმოვიტანეთ და ვთქვით, რომ ოლიგარქიზაციას ბრძოლას გამოვუცხადებთ. ამის შემდეგ წაიკითხეს რა თავიანთ რიგებში ის, რომ ოლიგარქები თავიანთ გუნდში ჰყავთ, ეს არის კლასიკური ნიმუში იმისა, ოლიგარქიზაციის როგორი პრობლემა აქვს და როგორი კრიზისი უდგას "ნაციონალურ მოძრაობას", ამიტომ დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ თურმე ეს ქვეყანას აღარ სჭირდება. ისინი თავგამოდებით იცავენ ოლიგარქებს თავიანთ რიგებში, ყველამ დაინახა, ვინ მართავს ოლიგარქის სტილში პარტიებს და მათ დღეს აღარ აწყობთ, რომ ეს კანონპროექტი იქნას ამოქმედებული, რადგან პირდაპირ შეეხებათ. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე არის ფორმალური და ისე ხდება ე.წ. პაიკების გადაადგილებები, რომ არავის არაფერს ეკითხებიან. წარმოუდგენელია, რომ ეს ურეიტინგო კომიკური პერსონაჟი ხაბეიშვილი, თავისით იქნა დანიშნული თუ არჩეული. ის, რომ ოლიგარქიზაციის კანონი აღარ აწყობთ, მიუთითებს, რომ თავიანთ რიგებში ხედავენ ოლიგარქებს და მისი ამოქმედება პირდაპირ შეეხებათ. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ვხედავთ ორმაგი სტანდარტის გამოვლინებას. ვინ არის შეშფოთებული, აღშფოთებული და ამ კანონის მოწინააღმდეგე? - რადიკალი ოპოზიცია, რადგან მათი დამფინანსებელი, მათ ოლიგარქ კეზერაშვილს პირდაპირ შეეხება ეს. არაერთხელ უღიარებია მას ეს და იხილეთ ნიკანორ მელიას შეფასებები და განცხადებებიც,"- განაცხადა ღუდუშაურმა.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის