გიორგი ჩაკვეტაძე - 12-პუნქტიან რეკომენდაციას ჯერჯერობით მხოლოდ „ქართული ოცნება“ ასრულებს

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრმა, გიორგი ჩაკვეტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იმ გზავნილებზე ისაუბრა, რომელიც ქართული დელეგაციის წევრებმა, ბრიუსელში ასოცირების კომიტეტის მე-12 შეხვედრაზე გაახმოვანეს.

მისი თქმით, ევროკომისიის 12-პუნქტიან რეკომენდაციას ჯერჯერობით მხოლოდ „ქართული ოცნება“ ასრულებს.

„ქართულმა დელეგაციამ ჩვენ პარტნიორებს სამი ძირითადი გზავნილი გავაცანით. პირველი, ეს არის, რომ ჯერჯერობით მხოლოდ „ქართული ოცნება“ ასრულებს 12 პუნქტს. მეორე არის, რომ არც ერთი პირის, მათ შორის არც ყოფილი პრეზიდენტის სისხლის სამართლებრივი საქმე და ბედი არ შეიძლება გახდეს ჩვენი ევროპული მომავლის საპირწონე და მესამე, რასაც ჩვენ ჩვენს პარტნიორებს ვეუბნებოდით და ვეუბნებით არის, ის რომ დეპოლარიზაცია შეუძლებელია დაასრულოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ, რომელიც ჯერ კიდევ შარშან უნდა მიგვეღო“, - აღნიშნა გიორგი ჩაკვეტაძემ.

გიორგი ჩაკვეტაძემ სიტყვით გამოსვლისას ასევე, სალომე სამადაშვილს მიმართა: „ქალბატონი სალომე იყო დიპლომატი და ევროკავშირში ჩვენს ქვეყანას წარმოადგენდა. რამდენიმე კვირის წინ ჩვენ ისიც კი ვნახეთ, რომ ეს ადამიანი თავისი ქვეყნის დასანქცირებას ითხოვდა და მაინტერესებს, ეს როგორი ევროპული ღირებულებაა და როგორ წარმოუდგენია კანდიდატის სტატუსის მიღება ოპოზიციის ამ ტიპის მონაწილეობით ამ პროცესში“.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში