ბორჯომის მერია - რუსთაველის ქუჩაზე, სადაც სამი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავებისა და ფასადების მოწყობა მიმდინარეობს, სამუშაოები აქტიურ ფაზაშია

ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე, სადაც სამი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავებისა და ფასადების მოწყობა მიმდინარეობს, სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.

ბორჯომის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში სრულად იცვლება სახურავები, ხის კარ-ფანჯრები ალუმინისა და მეტალპლასტმასის კარ-ფანჯრებით, აივნების მოაჯირები, ასევე შებათქაშდება ფასადები, ცოკოლი მოპირკეთდება ბუნებრივი გრანიტით, ფასადებზე მოეწყობა დეკორატიული განათება.

საკურორტო ქალაქის იერსახის გალამაზება, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, შესაბამისად, საცხოვრებელი სახლების ფასადების, სადარბაზოებისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მომავალშიც იგეგმება.

ფასადების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, 2020-2022 წლებში, ჯამში, 11 მრავალბინიან საცხოვრებელი სახლის ფასადის რეაბილიტაცია განხორციელდა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია