თინა ბოკუჩავა - „ოცნებას“ თუ ვინმე ჰყავდა მხარდამჭერი, ევროპელ სოციალისტთა ჯგუფში იყო და ამ ჯგუფიდანაც გამოაგდეს, ახლა უკვე ყველა ხელისუფლების ხმამაღალ კრიტიკოსად იქცა

„ოცნებას“ თუ ვინმე ჰყავდა მხარდამჭერი, ევროპელ სოციალისტთა პოლიტიკურ ჯგუფში იყო, მაგრამ ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ ამ პოლიტიკური ჯგუფიდანაც გამოაგდეს და ახლა უკვე „ოცნების“ წინააღმდეგ ხმამაღალ კრიტიკოსებად იქცნენ, რადგან ისინი ღიად პრორუსულ პოლიტიკას ატარებენ და ღიად უქმნიან საფრთხეს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, - ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

როგორც ბოკუჩავა განმარტავს, ევროპარლამენტარები საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად ღიად და მწვავედ აკრიტიკებენ დღევანდელ ხელისუფლებას.

„ხოლო ევროპარლამენტში ნებისმიერი ევროპარლამენტარი მიუხედავად მისი პოლიტიკური ჯგუფისა, ბუნებრივია, არის საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერი და ამიტომ უწევთ, რომ საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად ასე ღიად და ასე მწვავედ აკრიტიკონ დღევანდელი ხელისუფლება, რომელიც ქართველ ხალხს ევროპულ მომავალს ართმევს,“ - განაცხადა ბოკუჩავამ.

აღნიშნულ ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება