მიხეილ სარჯველაძე - გაჩნდა სურვილი, კულტურის სფეროში წლების განმავლობაში არსებული სტაგნაცია მოიშალოს - დიახ, კინოში იღებდნენ ისეთ ფილმებს, როგორებიცაა „ალავერდობა“, „ჯარისკაცის მამა“ თუ „ცისფერი მთები“

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საქართველოს კულტურის სფეროში გამოჩნდა სურვილი და ინიციატივა, რომ წლების განმავლობაში არსებული სტაგნაცია მოიშალოს.

როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, კინოცენტრთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესების შესახებ აღნიშნა, ყველა, ვისაც სურვილი აქვს ქვეყნის წარმატებას ხელი შეუშალოს, მოვლენებს ეწინააღმდეგება.

„წლების განმავლობაში საქართველოს კულტურის სფეროს არაერთ მიმართულებაში გულისამრევი სტაგნაცია სუფევდა. ახლა გამოჩნდა სურვილი, ინიციატივა, კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის, რომ ეს სტაგნაცია მოიშალოს. დიახ, თუნდაც კინოში იღებდნენ ისეთ ფილმებს, როგორებიცაა „ალავერდობა“, „ჯარისკაცის მამა“ თუ „ცისფერი მთები“. რასაკვირველია, ყველა, ვისაც სურვილი აქვს, ქვეყნის წარმატებას ხელი შეუშალოს, ამას აღშფოთებით დაუპირისპირდა“, - განაცხადა მიხელ სარჯველაძემ.

ცნობისთვის, 1-ელ ივნისს გახდა ცნობილი, რომ კულტურის სამინისტრომ კინოცენტრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, კობა ხუბუნაია დანიშნა. მან კინოცენტრის დირექტორის მოადგილის ორი პოსტი გააუქმა და ცენტრში რეორგანიზაცია გამოაცხადა.

ამ მოვლენებს წინ უძღოდა კინოცენტრის თანამშრომლების განცხადება, რომლითაც მათ ცენტრის დამოუკიდებლობა მოითხოვეს. ეს განცხადება გამოქვეყნებიდან მალევე წაიშალა.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის