გიორგი კაპანაძე - თუ ვინმე რეალობას მოწყვეტილია, ეს არის „რუსული ოცნება“

თუ ვინმე რეალობას მოწყვეტილია, ეს არის „რუსული ოცნება“ და კახა კალაძე, რომლის განცხადებითაც, არ აინტერესებს, თუ რისი სჯერა დასავლეთს, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიორგი კაპანაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, „რუსული ოცნება“ ქართველი ხალხის ნებას არ ითვალისწინებს.

„რუსული ოცნება დაშორდა ქართველ ხალხს და დაუახლოვდა ბავშვების მკვლელ, პუტინის რეჟიმს, მისი ხელისუფლებაში ყოფნა საქართველოსათვის სახიფათოა.

თუ ვინმე არის რეალობას მოწყვეტილი, ეს არის “რუსული ოცნება” და კახა კალაძე, რომლის განცხადებითაც, არ აინტერესებს, თუ რისი სჯერა დასავლეთს. სრულიად აშკარაა, რომ დღევანდელი ვითარებით, ერთ მხარეს არის “რუსული ოცნება”, ხოლო მეორე მხარეს არის ქართველი ხალხი.

„რუსული ოცნება“ არ ითვალისწინებს ქართველი ხალხის ნებას, რადგან მისი მიზანი ოლიგარქის დავალებების შესრულება და ხალხის ფულის მოპარვაა. ამიტომ, როდესაც კახა კალაძე მთავარი ძალის - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა”, თუ დასავლეთის შესახებ საუბრობს, უმჯობესია, გაიხსენოს ის დაპირებები, რომლითაც მან და “რუსულმა ოცნებამ” ამომრჩეველი გადააგდო, ხოლო ქვეყანა და ხელისუფლება მიიტაცა, რასაც აუცილებლად მოჰყვება ქართველი ხალხის პასუხი”, - განაცხადა კაპანაძემ.

აღნიშნულ ინფორმციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ავრცელებს.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის