პარლამენტმა რატიფიცირებისთვის წარმოდგენილ „საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ" შეთანხმებას 80 ხმით მხარი დაუჭირა. ინფორმაციას ამის შესახებ პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
შეთანხმების დეტალებზე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ ისაუბრა.
მისი თქმით, ორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობა სამხედრო განათლებას, წვრთნას და სწავლებებს, ლოჯისტიკას, სამხედრო მედიცინას, სამხედრო კანონმდებლობას და ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის" პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობის მიმართულებებს მოიცავს.