უკრაინის გენშტაბი - გასულ ღამეს უკრაინულმა ძალებმა 3 ფრთოსანი რაკეტა და ირანული წარმოების 9 დრონი გაანადგურეს

გასულ ღამეს რუსმა სამხედროებმა სარაკეტო დარტყმა მიიტანეს უკრაინის სამხედრო და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე. შეტევა განხორციელდა საჰაერო და საზღვაო ბაზირების ფრთოსანი რაკეტებით და ასევე „კამიკაძე“ დრონებით, - ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის გენშტაბის განცხადებაში.

კერძოდ, შავი ზღვის აკვატორიიდან ოდესის მიმართულებით განხორციელდა დარტყმა 4 „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტით.

„სამი რაკეტის ჩამოგდება მოვახერხეთ, ერთი კი სამოქალაქო ობიექტს მოხვდა", - აცხადებენ უკრაინის გენშტაბი.

ასევე, აზოვის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროდან რუსმა სამხედროებმა 10 ირანული დრონით "Shahed-136/131" იერიში განახორციელეს სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით. 9 დრონი განადგურებულია. ამასთან, რუსეთის როსტოვის ოლქის ტერიტორიიდან დონეცკის ოლქის მიმართულებით რუსულმა ჯარმა გაუშვა საჰაერო ბაზირების ექვსი ფრთოსანი რაკეტა Х-22 ოთხი ბომბდამშენიდან Ту-22М3.

„უკრაინის საჰაერო ძალების საშუალებებით, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებთან ურთიერთმოქმედების შედეგად, ღამის იერიშის დროს განადგურებულია 12 საჰაერო მიზანი: სამი ფრთოსანი რაკეტა „კალიბრი" და ცხრა ირანული დამრტყმელი დრონი Shahed-136/131", - ნათქვამია განცხადებაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია