შალვა პაპუაშვილი - პარლამენტში ჟურნალისტების 5 000-ზე მეტი შემოსვლიდან სულ დაფიქსირდა 9 ფაქტი, როდესაც დარღვეული იქნა ჟურნალისტური საქმიანობის წესები, რაც საერთო შემოსვლების 0.17%-ს წარმოადგენს

პარლამენტში 5 000-ზე მეტი შემოსვლიდან სულ დაფიქსირდა 9 ფაქტი, როდესაც დარღვეული იქნა ჟურნალისტური საქმიანობის წესები, რაც საერთო შემოსვლების 0.17%-ს წარმოადგენს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში მედიის აკრედიტაციის წესებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც მედიის აკრედიტაციის ახალი წესები ამოქმედდა, პარლამენტში ჟურნალისტების 5 000-ზე მეტი შესვლის ფაქტი დაფიქსირდა. ამასთან, გაიცა თითქმის, 2 000 ერთჯერადი აკრედიტაცია.

„100 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ამოქმედდა მედიის აკრედიტაციის წესები. მინდა უპირველეს ყოვლისა, მადლობა გადაგიხადოთ ყველას კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის. ვფიქრობ, რომ ზოგადად, ერთის მხრივ, ეს ამარტივებს ჟურნალისტების საქმიანობას, იმიტომ, რომ გაქვთ ერთწლიანი აკრედიტაცია, რომლითაც თქვენი ნებით, როცა გინდათ შემოხვალთ, როცა გინდათ - გახვალთ და არ არის საჭირო ყოველ ჯერზე საშვების დაშვება და ა.შ. მეორე, 5 000-ზე მეტი შემოსვლა იყო ჟურნალისტების, მათ შორის, თითქმის 2 000 ერთჯერადი აკრედიტაცია გაიცა, ასე რომ ჟურნალისტურ საქმიანობაში არანაირ შეფერხებას არ აქვს ადგილი. 5 000-ზე მეტი შემოსვლიდან სულ დაფიქსირდა 9 ფაქტი, როდესაც დარღვეული იქნა ჟურნალისტური საქმიანობის წესები, რაც საერთო შემოსვლების 0.17%-ს წარმოადგენს.

სამწუხაროდ, ვრცელდება დეზინფორმაცია, მათ შორის, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან, რომ თითქოს ეს არის რაღაც შეზღუდვა, ჟურნალისტური საქმიანობის აკრძალვა და ა.შ. ეს არის აბსოლუტური დეზინფორმაცია და ტყუილი,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს