შალვა პაპუაშვილი პლენარულ სხდომაზე მომხდარ ინციდენტზე - როცა ადამიანი ასეთ რამეს კადრულობს, აჩვენებს, რომ რეალობის და ადეკვატურობის არანაირი აღქმა არა აქვთ - ყველას და ყველაფერს გადათელავენ საკუთარი ინტერესის გამო

სამწუხაროდ, არაადეკვატური მოქალაქეებიც არსებობენ - თქვენი გზავნილი გასაგებია, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ქალს, რომელმაც სასესიო დარბაზის აივნიდან რუსული რუბლები გადმოყარა და გადმოფინა ნაჭერი წარწერით - "არა ორიენტაცია არეულ ქოც-რუსულ მთავრობას დაოჯახებულებისგან".

„როგორც ვხვდები, ქალბატონია. ქალბატონს მინდა მივმართო, რომ როცა თქვენნაირი დამოკიდებულების მქონე მოქალაქეები, რა თემაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ამ თემას სპეკულაციისთვის იყენებთ, აჩვენებს რამდენად არაადეკვატური ბრძანდებით პირადად თქვენ. რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ ქვეყანაში რადიკალური ადამიანებიც გვყავს. როცა ადამიანი ასეთ რამეს კადრულობს, აჩვენებს, რომ რეალობის და ადეკვატურობის არანაირი აღქმა არა აქვთ - ყველას და ყველაფერს გადაუვლიან და გადათელავენ საკუთარი ინტერესის გამო", - მიმართა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის პლენარული სხდომა ინციდენტით დაიწყო.

პარლამენტში სტუმრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებიან. პლენარული სხდომის დაწყებისას პარლამენტის თავმჯდომარე მათ მიესალმა, რა დროსაც ერთ-ერთმა სასესიო დარბაზის აივნიდან ნაჭერი წარწერით "არა ორიენტაცია არეულ ქოც-რუსულ მთავრობას დაოჯახებულებისგან" გადმოფინა და რუსული რუბლები გადმოყარა.

მას პაპუაშვილის მითითებით სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ერთ-ერთი შშმ ბავშვის დედაა.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის