შალვა პაპუაშვილი - მას შემდეგ, რაც სტრასბურგმა სააკაშვილთან და მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო, მოლოდინი მქონდა, რომ ზოგიერთი ევროპარლამენტარი ქართველ ხალხს ბოდიშს მოუხდიდა

რატომ უნდა იყოს კრიტიკული [შარლ მიშელი]? ვსაუბრობთ, რომ ევროკავშირი და საქართველო უნდა დაახლოვდეს, ინტეგრაციის პროცესი უნდა გაძლიერდეს, აქ მგონი პოზიტიური განწყობები უნდა გვქონდეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტების კითხვას ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელისა და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს შორის დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით.

კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა, რომ შეხვედრა „მძიმე“ იყოს, პაპუაშვილი ამბობს, რომ „ოპონენტებს აქვთ მოლოდინი, რომ ამ ქვეყნის მდგომარეობა რამენაირად დამძიმდეს.“

„ოპონენტებს არ უნდათ, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, ვინაიდან ამით იმედი აქვთ, რომ გარკვეულ არეულობებს გამოიწვევენ და ასე არეულობის გზით ხელისუფლებაში მოხვდებიან. ეს არის მარტივი ლოგიკა, რაც ოპონენტებს და მათთან დაკავშირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ.

ევროკავშირის ბევრ დედაქალაქში არის აღიარება იმის, რომ შარშან ივნისში მიღებული გადაწყვეტილება, მოლდოვისთვის და უკრაინისთვის კანდიდატობის მინიჭების ფონზე, ამ სამეულში ლიდერი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭებინათ, დიდი უსამართლობა იყო. ახლა საკითხი არის, რომ ამ უსამართლობის გამოსწორებას შეძლებს თუ არა ევროკავშირი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, პაპუაშვილმა ევროპარლამენტარებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მას მოლოდინი ჰქონდა, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული შუალედური ანგარიშის შემდეგ, ზოგიერთი ევროპარლამენტარი ქართველ ხალხს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციების გამო ბოდიშს მოუხდიდა.

„რაც შეეხება ევროპარლამენტარებს, მე ზოგიერთი ევროპარლამენტარის მხრიდან ერთადერთი მოლოდინი მქონდა, რომელიც სამწუხაროდ, არ გამართლდა. მას შემდეგ რაც სტრასბურგმა მიხეილ სააკაშვილთან და მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო, ამის შემდეგ მოლოდინი მქონდა, რომ ისინი იმ რეზოლუციებისთვის ქართველ ხალხს ბოდიშს მოუხდიდნენ, სადაც პირდაპირ საქართველოს აბრალებდნენ, რომ თითქოს ამ ქვეყანაში პატიმრის წამება, მისი უფლებების შელახვა ა.შ. ხდება.

მე იმედი მქონდა, რომ ეს ევროპარლამენტარები ქართველ ხალხს ბოდიშს მოუხდიდნენ, სამწუხაროდ, ეს იმედები გამიცრუვდა. ნაცვლად იმისა, რომ ქართველი ხალხისთვის ბოდიში მოეხადათ, იმ დეზინფორმაციისთვის, რომელსაც საქართველოსთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილის ჭრილში ავრცელებდნენ, ამის ნაცვლად დეზინფორმაციის გამეორება მოვისმინეთ, რა თქმა უნდა, ეს იმედგაცრუებას იწვევს, რომ ასე გაჯიუტებულები არიან ზოგიერთი ევროპარლამენტარი საკუთარ შეცდომაში და ზოგიერთი ევროპარლამენტარი საკუთარ განზრახ ქმედებებში საქართველოს წინააღმდეგ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა