ირაკლი კობახიძე - ჩვენ არ განვიხილავთ სანქციების დაწესებას რუსეთისთვის, აქტივების გაყინვაც არის სანქციების ერთ-ერთი ფორმა - არახამიას მოწოდება, რომელიც მიმართულია კიდევ ერთხელ მეორე ფრონტისკენ, ჩვენ არ გვიკვირს

ჩვენ არ განვიხილავთ სანქციების დაწესებას რუსეთის ფედერაციისთვის, აქტივების გაყინვაც არის, რა თქმა უნდა, სანქციების ერთ-ერთი ფორმა,- ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რადას მმართველი ფრაქციის თავმჯდომარის დავით არახამიას განცხადებას იმის თაობაზე, რომ რუსული აქტივები, რომელიც მთელ მსოფლიოში არის გაყინული, უკრაინის აღდგენას მოხმარდება და კარგი იქნებოდა საქართველოს ხელისუფლებასაც გამოეჩინა მსგავსი სოლიდარობა.

კობახიძის განცხადებით, არახამია არამარტო ირიბად სთხოვს საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის ფედერაციასთან ესკალაციას, არამედ , უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები პირდაპირ ითხოვდნენ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას.

„თავის დროზე "ნაცმოძრაობამ", წინა ხელისუფლებამ, მიყიდა რუსულ კომპანიებს სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტები, შეიძლება ამას გულისხმობს არახამია, მაგრამ მე მინდა გითხრათ, ბუნებრივია, ჩვენ არ განვიხილავთ სანქციების დაწესებას რუსეთის ფედერაციისთვის, აქტივების გაყინვაც არის, რა თქმა უნდა, სანქციების ერთ-ერთი ფორმა. არახამია არამარტო ირიბად გვთხოვს ჩვენ ესკალაციას რუსეთის ფედერაციასთან, თქვენ გახსოვთ, რომ მისი ხელისუფლების წარმომადგენლები პირდაპირ ითხოვდნენ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას, აქედან გამომდინარე, არახამიას ეს მოწოდება, რომელიც მიმართულია კიდევ ერთხელ მეორე ფრონტისკენ, ჩვენ არ გვიკვირს. მათ სურთ საქართველოში მეორე ფრონტი, ამაზე ღიად საუბრობენ უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები, მათ შორის, უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის მრჩეველი და ა.შ. მათ სურთ საქართველოში მეორე ფრონტი, ამას ვერ ეღირსებიან.

ზოგადად, ეს ადამიანები, როგორებიც არიან არახამია, დანილოვი, პოდოლიაკი და სხვები, ვინც პირდაპირ მოგვიწოდებენ მეორე ფრონტის გახსნისკენ, ცდილობენ, რომ ჩვენ გამოგვიწვიონ რაღაც პოლემიკაში. არავითარი სურვილი ჩვენ არ გვაქვს შევყვეთ არახამიას და მის პარტნიორებს. მათ აქვთ საკუთარი საქმე, ჩვენ გვაქვს ჩვენი საქმე, რაც გულისხმობს ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვას. მათი ინტერესები, სამწუხაროდ, წინააღმდეგობაში მოდის ჩვენს ეროვნულ ინტერესებთან. მათ სურთ საქართველოში მეორე ფრონტი, რასაც პირდაპირ ამბობენ, ჩვენ არ გვსურს საქართველოში მეორე ფრონტი, აქედან გამომდინარე, მათ აქვთ თავისი გზა და ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა. ჩვენი გზა არის მშვიდობის შენარჩუნება ჩვენს ქვეყანაში",- განაცხადა კობახიძემ.

რადას მმართველი ფრაქციის თავმჯდომარის დავით არახამიას განცხადებით, საქართველოში უამრავი რუსული აქტივია და კარგი იქნებოდა, თუ საქართველოს ხელისუფლება მათი გაყინვით სოლიდარობას გამოიჩენდა. ამასთან, არახამიას თქმით, უკრაინაში აცნობიერებენ, რომ ახლა საქართველოსგან მსგავსი მოლოდინი არ უნდა ჰქონდეთ.

"მთელს მსოფლიოში არის გაყინული რუსული აქტივები, რომლებიც დროთა განმავლობაში გამოყენებული იქნება უკრაინის აღდგენისთვის. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოშიც უამრავი რუსული აქტივია და კარგი იქნებოდა საქართველოს ხელისუფლებასაც გამოეჩინა მსგავსი სოლიდარობა. თუმცა, ვიცით რომ ამ ეტაპზე ამის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. კარგად გვესმის, რომ თუ მჭიდრო ურთიერთობებს დავამყარებთ კანადასთან, რომელშიც ფართოდ არის განვითარებული წარმოება, ეს საქართველოსთვისაც კარგი მაგალითი იქნებოდა ისეთი საზოგადოების ფორმირებისთვის, რომელშიც ადამიანებს აქვთ კეთილდღეობა, საუკეთესო განათლება და სამედიცინო მომსახურება. იმედი მაქვს დასკვნებს გამოვიტანთ, როგორც უკრაინისთვის, ასევე საქართველოსთვის",- განაცხადა არახამიამ.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება