მიხეილ სარჯველაძე პლენარულ სხდომაზე მომხდარ ინციდენტზე - ყველას სახელით ბოდიშს ვუხდი ბავშვებს, რომელთაც დღეს დიდი სტრესი განიცადეს - ყველაფერს აქვს თავისი ეთიკა, მაგრამ ზოგიერთი უზნეო საქციელიც საზღვრებს სცდება

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მომხდარი ინციდენტი უზნეო საქციელია.

სარჯველაძემ სიტყვით გამოსვლისას ბოდიში მოუხადა შშმ პირებს, მათ თანმხლებ პირებსა და დეპუტატებს.

„სამწუხაროდ, ისე ხდება ხოლმე, რომ ადამიანური ფაქტორებს ზოგიერთი მერკანტილური მოტივებით და მიზნებით იყენებს. ეს არის სისაძაგლე. ყველაფერს თავისი ეთიკა აქვს, გამოხატვასაც და სიტყვის თქმასაც, მაგრამ როდესაც ამას უზნეოდ აკეთებენ, ეს, რა თქმა უნდა, არანაირ საზღვრებში აღარ ჯდება. ასევე ყველამ თავისი თავი შეაფასოს ვინც შეეცადა ამაზე ხელი მოეთბო“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, პარლამენტის პლენარული სხდომა ინციდენტით დაიწყო. პარლამენტში სტუმრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებიან.

პლენარული სხდომის დაწყებისას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მათ მიესალმა, რა დროსაც ერთ-ერთმა სასესიო დარბაზის აივნიდან ნაჭერი წარწერით „არა ორიენტაცია არეულ ქოც-რუსულ ოცნებას დაოჯახებულებისგან" გადმოფინა და სავარაუდოდ, რუსული რუბლები გადმოყარა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის