ილია ღუდუშაური დეპუტატებს - რეგულირების სააგენტოს ინსპექტირების შედეგად, ათეულობით მილიონ ლარზე მიმდინარეობს დავები, რომლებსაც წლების განმავლობაში მხოლოდ იმიტომ ასაჩივრებენ, რომ თანხა არ დაბრუნდეს ბიუჯეტში, ეს რამდენად სწორია?

მინდა, ვკითხო დეპუტატებს - რეგულირების სააგენტოს ინსპექტირების შედეგად, ათეულობით მილიონ ლარზე მიმდინარეობს დავები, რომლებსაც წლების განმავლობაში, მხოლოდ იმიტომ ასაჩივრებენ, რომ თანხა არ დაბრუნდეს ბიუჯეტში, ეს რამდენად სწორია? - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა, პარლამენტში, საკომიტეტო სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატები, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს საქმიანობის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებს განიხილავენ.

როგორც ილია ღუდუშაურმა აღნიშნა, უწყების მიერ გამოწერილი ოქმების გასაჩივრება და პროცესების გაჭიანურება, ხშირ შემთხვევაში, მიზანმიმართულია, რათა თანხების ბიუჯეტში დაბრუნება არ მოხდეს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, დეპუტატებს, სასამართლო დავების სტატისტიკური მონაცემები გააცნო და აღნიშნა, რომ სასამართლომ, გასაჩივრებული ოქმებიდან, რეგულირების სააგენტოს გადაწყვეტილების 97 % მართებულად მიიჩნია.

„2022 წლის 1-ელი იანვრიდან დღემდე, რეგულირების სააგენტოს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის, დაახლოებით, 2 700 ოქმი აქვს დაწერილი, საიდანაც, ამ დროისთვის, 120 არის სასამართლოში. 60 შემთხვევაში გამართლდა მეორე მხარე, დანარჩენ შემთხვევაში რეგულირების სააგენტოს გადაწყვეტილება, სასამართლოს მიერ მართებული აღმოჩნდა, რაც დაახლოებით, 97 %-ია იმ ოქმების, რომელიც რეგულირების სააგენტომ გამოწერა. სასამართლოს გადაწყვეტილება, უმეტეს შემთხვევაში, 80-85 %, გასაჩივრდა, მიუხედავად იმისა, რომ მოგების ალბათობა ძალიან დაბალი იყო და ეს მხარემ იცოდა. რეგულირების სააგენტოს გამოწერილ აქტებს, მეორე მხარე იმიტომ ასაჩივრებს, რომ უბრალოდ დრო გაწელოს.

გარდა ამისა, ამ დროისთვის, ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოსთან მიმართებაში რეგულირების სააგენტოს ინსპექტირების შედეგად, ათეულობით მილიონ ლარზე მიმდინარეობს დავები. მესმის კერძო სექტორის შიში და არ მოწონება ამ ფაქტთან დაკავშირებით, რომ შეიძლება, ზოგიერთი კლინიკისთვის ჯარიმა ძალიან მაღალი გამოდგეს და გაუჭირდეს ფუნქციონირება. მაგრამ მინდა, ვკითხო დეპუტატებს - ათეულობით მილიონ ლარზე მიმდინარეობს დავები, რომლებსაც წლების განმავლობაში, მხოლოდ იმიტომ ასაჩივრებენ, რომ თანხა არ დაბრუნდეს ბიუჯეტში, ეს რამდენად სწორია? სხვადასხვა იურიდიულ გზას მიმართავენ, რათა არ აღსრულდეს გადაწყვეტილება და თანხა ბიუჯეტში არ დაბრუნდეს. ჩვენი მოტივაცია დაუყოვნებლივ აღსრულებასთან მიმართებაში არის სწორედ ის, რომ ეს თანხები დაბრუნდეს ბიუჯეტში. რეგულირების სააგენტოს სახელმწიფოსგან აქვს ეს ფუნქცია და ამ მიმართულებით კითხვების დასმა, ვფიქრობ, უხერხულია“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, რომლის განცხადებასაც ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა