პარლამენტის 15 ივნისის პლენარული სხდომა “თავისუფალ ტრიბუნას“ დაეთმობა.
ე.წ. თავისუფალი ტრიბუნის ფორმატით“გირჩი“, “ლელო“ და “რეფორმების ჯგუფი“ ისარგებლებს.
რეგლამენტის გათვალისწინებით, ფრაქციას უფლება აქვს, მორიგი სესიის განმავლობაში ორჯერ 30-წუთიანი გამოსვლით ისარგებლოს. სწორედ ამას ეწოდება თავისუფალი ტრიბუნა.
ასეთი მოთხოვნის დასმის შემთხვევაში, პარლამენტი ვალდებულია ფრაქციას დაუყოვნებლივ მოუსმინოს.