„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მხარს უჭერს ჭიათურაში მიმდინარე აქციის მონაწილეებს. ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” განცხადებაშია ნათქვამი.
„ნაციონალური მოძრაობა“ მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გადაჭრას მშრომელთა პრობლემები და მისცეს მათ ღირსეული სამუშაო პირობების გარანტიები.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მხარს უჭერს ჭიათურაში მიმდინარე აქციის მონაწილეებს.
მიგვაჩნია, რომ ინდუსტრიულ ქალაქებში ძლიერი საზოგადოების არსებობის, მათი დასაქმების, მათთვის მინიმალური საცხოვრებელი პირობების შექმნის უზრუნველყოფა, ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკური გამოწვევაა, რაზეც პასუხისმგებელი სრულად არის სახელმწიფო.
მოვუწოდებთ “ქართულ ოცნებას’”, ნაცვლად იმ პოლიტიკის გატარებისა, რომელიც საქართველოს ეკონომიკას ოკუპანტ ქვეყანაზე კიდევ უფრო მეტად ხდის დამოკიდებულს, ნაცვლად მანიპულაციური ეკონომიკური სტატისტიკებით პოზიციონირებისა, ნაცვლად იმის მტკიცებისა, რომ სახელმწიფოში ყველაფერი კარგად მიდის, დაუყოვნებლივ გადაჭრას მშრომელი ადამიანების პრობლემები და მისცეს მათ ღირსეული სამუშაო პირობების გარანტიები.
ეკონომიკური კეთილდღეობა უნდა აისახებოდეს ხალხზე და არა კლანებზე!“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.