ნიკოლოზ სამხარაძე ლატვიის ელჩს შეხვდა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესა და ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ედიტე მედნეს შორის შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მსჯელობის საგანი იყო ორ ქვეყანას შორის პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობები საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის და 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი, ამ მხრივ მიღწეული პროგრესი და საქართველო-ნატოს ურთიერთობები განიხილეს.

„ასევე ისაუბრეს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე. ყურადღება გამახვილდა სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე, რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე, უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიაზე.

ნიკოლოზ სამხარაძის შეფასებით, ლატვია საქართველოს ისტორიული მეგობარია და ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროინტეგრაციის პროცესს მხარს უჭერს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის